fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Digital Genetics – ში?

თარიღი: 7 July, 2022

,,ჩემს დასაქმებას ხელი შეუწყო მენტორის რეკომენდაციამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. სწორედ ამის საფუძველზე დამიკავშირდა Digital Genetics-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამშრომლობა შემომთავაზა.“

დღეს ელენე ღვინეფაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ელენე ღვინეფაძე, მასწავლებელი და ქოფირაითერი. მიყვარს საგნებსა და მოვლენებს შორის კავშირების ძიება.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სონია გულაღაშვილის მასტერკლასზე და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი გონების ერთ პატარა ოთახში კრეატიული ქოფირაითერი ცხოვრობდა.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ქოფირაითინგის კურსი. კურსის განმავლობაში ეფექტური მუშაობა და საინტერესო დავალებები გახდა ჩემი მთავარი ინსპირაცია. გავიაზრე, რომ ეს ნამდვილად იქნებოდა კიდევ ერთი საინტერესო გზა ჩემს ცხოვრებაში, სადაც საკუთარ თავს დიდი სიამოვნებით გამოვხატავდი.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ Digital Genetics-ში ქოფირაითერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ჩემს დასაქმებას ხელი შეუწყო მენტორის რეკომენდაციამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სონიას. სწორედ ამის საფუძველზე დამიკავშირდა Digital Genetics-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამშრომლობა შემომთავაზა. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. გამიხარდა, რომ შანსი მომეცა და მეც გავრისკე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

არასოდეს შეწყვიტო თვითშემეცნების პროცესი, რადგან შენ ხარ მრავალმხრივი ნიჭის მქონე უნიკალური ადამიანი,  რომელიც დაიპყრობს ყველა მწვერვალს.