fbpx
copywriting

როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თარიღი: 4 November, 2021

,,თითქოს ყველა ინფორმაცია, რაც ადრე ქაოსურად და ალაგ-ალაგ ვიცოდი, ერთ სიბრტყეზე განლაგდა და საბოლოოდ თავი მოვუყარე ყველაფერს, რაც საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა.”

დღეს ნუცა ქავთარაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

-მე ვარ ნუცა ქავთარაძე, 22 წლის.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ძალიან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ კურსი უნდა გამევლო, ზედმეტი ხმაურისა და ახლობლების რეკომენდაციის გარეშე დავიწყე შესაფერისი კურსის ძიება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიფიქრე, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საუკეთესო არჩევანი იქნებოდა და არც შევმცდარვარ.

-კურსი, რომელიც გავიარე..

აკადემიაში ქოფირაითინგის კურსი გავიარე. თითქოს ყველა ინფორმაცია, რაც ადრე ქაოსურად და ალაგ-ალაგ ვიცოდი, ერთ სიბრტყეზე განლაგდა და საბოლოოდ თავი მოვუყარე ყველაფერს, რაც საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა.

-ამჟამად ვმუშაობ..

ძალიან არა ქოფირაითერულად ჟღერს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსი გავიარე, ვმუშაობ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, ქოფირაითერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ, დამეხმარა გამეაზრებინა საკუთარი შესაძლებლობები და მაპოვნინა საქმე, რომლის კეთებაც ყველა სხვა საქმეს მირჩევნია.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

არ ვიცი, რამდენად სჭირდება ვინმეს ჩემი რჩევა, თუმცა მგონია რომ გარისკვა, ახალი შესაძლებლობების გახსნის მთავარი გასაღებია, ამიტომ ყველას ვუსურვებ გამბედაობას და ცოტა იღბალსაც, რათა საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ.