fbpx
როგორ მოვხვდი ციფრული პროექტების მართვის კურსიდან TBC PAY - ში

როგორ მოვხვდი ციფრული პროექტების მართვის კურსიდან TBC PAY – ში?

თარიღი: 25 November, 2021

,,ციფრულ სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, სწორედ ამიტომ, ადაპტაციის უნარი, სწავლა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა წარმატების მისაღწევად აუცილებელი ელემენტებია.”

დღეს თაკო ტაბიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს.

-ჩემ შესახებ..

პროექტების მენეჯმენტში გარკვეული სამუშაო გამოცდილების შემდეგ დავინტერესდი ციფრული პროექტებით და გადავწყვიტე ციფრული სამყაროს უკეთ შესწავლა. სწორედ ამიტომ, დავიწყე სხვადასხვა გზების ძიება, რათა მიმეღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ამ მიმართულებით.

-როგორ მოვხდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე კურსის მასტერკლასის შესახებ. მასტერკლასზე მიღებული ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დავინტერესებულიყავი სრული კურსით.

-კურსი რომელიც გავიარე..

აკადემიაში გავიარე ციფრული პროექტების მართვის კურსი, რომლის ფარგლებშიც მივიღე თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. კურსის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ციფრული პროექტების მენეჯმენტი არის მუდმივად ცვალებადი, განვითარებაზე ორიენტირებული და გამოწვევებით აღსავსე მიმართულება.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ თიბისი ფეიში, ეჯაილ ქოუჩის/სქრამ მასტერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ და კურსის მენტორმა მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს დასაქმებაში. მენტორის პირად რეკომენდაციასთან ერთად, კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა დამეხმარა წარმატებით გამევლო გასაუბრების ეტაპები, დავალებებმა კი მომამზადეს უშუალოდ პრაქტიკული ასპექტებისთვის, რამაც ძალიან გამიმარტივა ონბორდინგი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრულ სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ცვლილებების მიმართ მიმღეობა, ადაპტაციის უნარი, სწავლა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა წარმატების მისაღწევად აუცილებელი ელემენტებია.