fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული პროექტების მართვის კურსიდან საქართველოს ბანკში?

თარიღი: 21 October, 2021

,,აკადემიამ შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში და რეალური გახადა ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში მუშაობის დაწყება. გარდა იმისა, რომ ტრენერმა გამიწია რეკომენდაცია, ლექციებზე მიღებული ცოდნის დახმარებით მარტივად გავიარე გასაუბრების ყველა ეტაპი და შედეგად მუშაობაც დავიწყე.“

დღეს ლიკა აფციაური მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

ზოგადად იმ ადამიანების კატეგორიას არ ვეკუთვნი, ვინც ბავშვობიდან იცის რა პროფესიას უნდა გაყვეს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ეს არც უნივერსიტეტში ჩაბარებისას ვიცოდი, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თავის ძიების პროცესი დამეწყო და ასე აღმომეჩინა ჩემი ნამდვილი მოწოდება. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ვსწავლობდი და ვმუშაობდი.

ამ ძიების ხანგრძლივმა და საინტერესო პროცესმა, დაახლოებით 1 წლის წინ შემახვედრა ციფრულ პროექტებს. თავიდანვე ძალიან მომხიბლა და დატვირთული ცხოვრების რეჟიმის პარალელურად ვცდილობდი სხვადასხვა სახით მიმეღო თეორიული ცოდნა ამ საკითხზე და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მიმძაფრდებოდა ინტერესი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, Facebook-ზე შემხვდა კურსის მასტერკლასის ივენთი. პირველმა ლექციამ იმდენად საინტერესო ინფორმაცია მომცა, რომ სპონტანურად გადავწყვიტე სრული კურსის გავლა.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე ციფრული პროექტების მართვის კურსი, რომელმაც თეორიული მასალა რაც აქამდე მქონდა მიღებული შეავსო და დამატებით მომცა პრაქტიკული გამოცდილება. ეს დამეხმარა ძლიერი საფუძველი შემექმნა ამ პროფესიაში.

უნდა ვაღიარო, რომ საბოლოოდ იმაზე უკეთესი შედეგი მივიღე, რის მიღებასაც კურსის გავლამდე ველოდი. რაც ყველაზე მთავარია, კურსის დახმარებით დავრწმუნდი, რომ ციფრული პროექტები სწორედ ის მიმართულებაა, რაც ჩემი ნამდვილი მოწოდებაა და მინდა ჩემი მომავალი პროფესია გავხადო.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ბანკში, კანბან მასტერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში და რეალური გახადა ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში მუშაობის დაწყება.

გარდა იმისა, რომ ტრენერმა გამიწია რეკომენდაცია, ლექციებზე მიღებული ცოდნის დახმარებით მარტივად გავიარე გასაუბრების ყველა ეტაპი და შედეგად მუშაობაც დავიწყე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრული სამყარო ჩვენი მომავალია, მომავალი კი ყოველთვის საინტერესო და სიახლეებითაა სავსე. თუ მუდმივი განვითარება და სიახლეების სწავლა თქვენი ხასიათის ნაწილია, მაშინ გირჩევთ დრო აღარ დაკარგოთ და რაც შეიძლება მალე გახდეთ ამ სამყაროს ნაწილი.