fbpx
როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან Topline Construction - ში

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან Topline Construction – ში

თარიღი: 9 December, 2021

,,პირველ ლექციაზე, ალბათ ერთადერთი ვიყავი, ვისთვისაც ყველაფერი ,,ჩინური“ იყო, მაგრამ ლექტორის დახმარებით ნელ-ნელა ,,ჩინურიც“ შევისწავლე.”

დღეს, თორნიკე მეძმარიაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

არ ვიცი რა გითხრათ საკუთარ თავზე, გარდა იმისა რომ მიყვარს სიახლეები, ახალი გამოწვევები და სასარგებლო ინფორმაციების გაცნობა. დღემდე იმდენ გაკვეთილებს ვუყურებ და ვუსმენ, რომ მართლაც, სწავლას ასაკი არ აქვს.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მოულოდნელად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არ ყოფილა მრავალწლიანი ოცნება. დიდი ხანი არ არის რაც ციფრული მარკეტინგით დავინტერესდი, ჩემი მეგობრის, მიქაელ მშვილდაძის რჩევით გადავწყვიტე შემესწავლა ეს მიმართულება, სწორედ მან მირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელსაც ვურჩევ ყველა ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანს.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, თან წარმოიდგინეთ,რომ ამ მიმართულების საერთოდ არაფერი მესმოდა და პირველ ლექციაზე, ალბათ ერთადერთი ვიყავი, ვისთვისაც ყველაფერი ,,ჩინური“ იყო, მაგრამ ლექტორის დახმარებით ნელ-ნელა ,,ჩინურიც“ შევისწავლე. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლექტორი, გიორგი ბერეჩიკიძე და ჩემი მეგობარი, ვინც მირჩია ეს სფერო, დღემდე მეხმარებიან და მპასუხობენ ყველა კითხვაზე.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამ აკადემიის წყალობით დავსაქმდი ერთ-ერთ წარმატებულ სამშენებლო კომპანიაში Topline Construction-ში, სადაც კარგი გუნდი, იდეები და პროექტები აქვთ.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ერთხელ, მომდის შეტყობინება, რომ ლექტორმა დამახასიათა, როგორც ერთ-ერთი კარგი სტუდენტი და აკადემიას უნდოდა დამხმარებოდა სამსახურის ძიებაში, აინტერესებდათ, ისევ თუ ვიყავი ამ მიმართულებით დაინტერესებული და დიახაც რომ ვიყავი. ასე რომ, ეს გუნდი არ გიკარგავს სწავლაში ჩადებულ შრომას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

თუ გიყვართ სიახლეები, ახალი გამოწვევები და დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის ათვისება გინდათ, აუცილებლად მიმართეთ ამ აკადემიას და ჩემგან გადაეცით დიდი და გულითადი მოკითხვა.