fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან NOXTTON – ში?

თარიღი: 20 July, 2021

,,ნოქსტონში ციფრული მარკეტინგის სპეციალისტიც ვარ. ,,Noxtton”-ი არის ტექნოლოგიური, ციფრული და ინოვაციური სამყაროს მთლიანობა, სადაც უნდა მოხვდე, რომ მიხვდე რას ნიშნავს იყო The Game Changer.”

დღეს ელენე ბიბილეიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ელე, 20 წლის, ციფრული მარკეტერი. მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება და მგონია, რომ მომავალი სწორედ მასშია. შეიძლება ითქვას, GEN Z-ის ნამდვილი წარმომადგენელი ვარ. ზოგადად, ჩემი თავი ციფრული სამყაროს გარეშე არ წარმომიდგენია – ეს არის ადგილი, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნებულმა გადავწყვიტე კვალიფიკაციის ასამაღლებლად დამატებით გამევლო კურსი. აკადემიის შესახებ ინფორმაცია Facebook-იდან გავიგე, თვალს ვადევნებდი საკმაოდ აქტიურად, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდა გადავწყვიტე მეცადა და აღმოჩნდა, რომ აქ სწავლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი იყო.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი და ამ კურსმა დამატებით, მეორე სამსახური გამიჩინა.

-ამჟამად ვმუშაობ..

უკვე არსებული სამუშაოს გარდა, ამჟამად საინფორმაციო ტექნოლოგიურ-საკონსულტაციო კომპანია “ნოქსტონში” ციფრული მარკეტინგის სპეციალისტიც ვარ. “Noxtton”-ი არის ტექნოლოგიური, ციფრული და ინოვაციური სამყაროს მთლიანობა, სადაც უნდა მოხვდე, რომ მიხვდე რას ნიშნავს იყო The Game Changer.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

აკადემიის და ჩემი ლექტორის, გიორგი ნორაკიძის დამსახურებაა “ნოქსტონში” დასაქმება. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა გაწეული რეკომენდაციისთვის და ამ გასაოცარი შესაძლებლობისთვის.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

პირველ რიგში იმას, რომ მოემზადონ უსასრულოდ დიდ, საინტერესო და მუდმივად ცვალებად სამყაროში შესასვლელად. ზოგადად ხომ მონდომების გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ არ გაჩერდეთ, არ მოდუნდეთ და ყოველთვის ეძიეთ რაიმე ახალს. ეს მუდმივად ცვალებადი სფერო სავსეა სიახლეებით. მზად იყავით შეცდომებისთვისაც, მაგრამ ამ შეცდომებზე აუცილებლად ისწავლეთ. გატესტეთ, ბევრჯერ გატესტეთ და რეალურად შეხედეთ დაპირებებსაც და მოსალოდნელ შედეგებსაც. მომავალ ციფრულ მარკეტერებს კი გისურვებთ მაღალ CTR-ს და დაბალ CPR-ს!