fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან Betlive – ში ?

თარიღი: 5 August, 2021

,,არ გაჩერდეთ ეძებეთ სულ უფრო და უფრო მეტი ცოდნის გაღრმავების რესურსი, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი ჩვენს სფეროში, რომ რაც გუშინ ეფექტურად მიგვაჩნდა დღეს უკვე მოძველებულია.“

დღეს ნიკა ნინიკაშვილი მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ნიკა ნინიკაშვილი, A.K.A ნინიკა. ვსწავლობ აგრონომიის ფაკულტეტზე, თუმცა ჩემი თავი სხვა სფეროში ვიპოვე და სწორედ ამ მიმართულებით განვვითარდი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემია სოც. მედიაში აღმოვაჩინე, ხშირად მხვდებოდა რეკლამები სხვადასხვა კურსის შესახებ. თავიდანვე დადებითად განვეწყვე აკადემიის მიმართ. მომწონდა კონტენტი, საიტი და საერთოდ მათი ბაზარზე ოპერირების სტრატეგია.

როდესაც კურსის გავლა გადავწყვიტე, სწორედ, ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ჩემი არჩევანის ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შეჩერება.

-შთაბეჭდილებები ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ..

გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, ლექტორი გიორგი კალანდია. პანდემიის დასაწყისს, როცა ყველა სახლში ვისხედით და შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვქონდა, გადავწყვიტე, გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და დავიწყე ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებების კურსების გავლა. ვეძებდი უფასო რესურსებს, აქციებს, ვიღებდი კურსების უფასო ვერსიებს და 3 თვიან პროგრამებს 1 კვირაშიც კი ვამთავრებდი.

ამ ყველაფრის შემდეგ დამიგროვდა დიდი, მაგრამ ქაოსური ცოდნა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში კურსის გავლის მიზანი ამ ყველაფრის სტრუქტურაში მოქცევა იყო, თუმცა, კურსის დაწყებიდან რამდენიმე ლექციაში მივხვდი, რომ ბევრად მეტს ვიღებდი, ვიდრე არსებულის ცოდნის დალაგებაა.

გიორგის (ლექტორი) ძალიან კარგად ჰქონდა შემუშავებული სილაბუსი და ლექციების ფარგლებს გარეთაც ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი კითხვისთვის ეპასუხა. მინდა აღვნიშნო, რომ კურსის დასრულების შემდეგაც კი მუდმივად მზად არის ყველაფერში დაგეხმაროს.

-ამჟამად ვმუშაობ..

დასაქმება

ციფრული მარკეტინგის კურსის გავლის შემდეგ, სწორედ გიორგის რეკომენდაციით მივიღე შემოთავაზება ბეთლაივისგან, ედვერთაიზერის პოზიციაზე. სიამოვნებით დავთანხმდი და ვაგრძელებ განვითარებას ძალიან კონკურენტუნარიან სფეროში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

კურსის გავლის შემდეგ გავხდი უფრო თავდაჯერებული და არ მეშინია ახალი გამოწვევების მიღება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს დასაქმებაში ლექტორის რეკომენდაციამაც ითამაშა როლი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

გირჩევთ, რომ არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების, არ იფიქროთ რომ რამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, სულ თუ არაფერი გუგლი ყოველთვის ჩვენთანაა.

„არ გაჩერდეთ“ ეძებეთ სულ უფრო და უფრო მეტი ცოდნის გაღრმავების რესურსი, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი ჩვენს სფეროში, რომ რაც გუშინ ეფექტურად მიგვაჩნდა დღეს უკვე მოძველებულია. ამ მუდამ განვითარებად დარგში საჭიროა ფეხი ავუწყოთ ტემპს და ვიყოთ მუდამ Up to Date.

არაფრის არ შეგეშინდეთ, Just Rock on!