fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Phoenix – ში?

თარიღი: 5 May, 2022

,,აკადემიაში სწავლისას გაიზარდა ჩემი ცოდნა, გაიზარდა ჩემი თვალსაწიერი დიზაინის მიმართულებით და გაცილებით თავდაჯერებული გავხდი ამ სფეროში საკუთარი თავის საპოვნელად.”

დღეს ქეთი ბუაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თუმცა არ დავივიწყე ჩემი ინტერესის სფერო და შევისწავლე რამდენიმე მიმართულებით დიზაინი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სოციალური ქსელებით ყოველთვის ვადევნებდი თვალს თქვენს სიახლეებსა და საბოლოოდ მეგობრების რჩევით გადავწყვიტე თქვენთან შემესწავლა სასურველი მიმართულებები.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

იმდენად შემიყვარდა ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ერთ კურსზე არ შევჩერებულვარ. ამ ეტაპზეც თქვენი სტუდენტი ვარ და რიგით მეოთხე კურსს ვხურავ.

თავიდან დავიწყე ინტერიერის დიზაინისა და 3D Max კურსით, თათა სვანაძისა და გიორგი გონდაურის ხელმძღვანელობით, შემდგომ ვისწავლე გრაფიკული დიზაინი თიკო თაბუაშვილთან, ახლა კიდევ ნიკა ჯალაღონიასთან მოუშენ დიზაინს ვსწავლობ. ოთხივე მენტორი იყო ნამდვილად პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული, შესაბამისად მათგან მივიღე უდიდესი ტექნიკური ცოდნა და არა მარტო.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვარ გრაფიკული დიზაინერი კომპანია „ფენიქსში“, რომელიც არის  არქიტექტურული ზედაპირების გალერეა. გრაფიკული და ინტერიერის დიზაინის ცოდნა საუკეთესო სინთეზია ამ სფეროში დასასაქმებლად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში სწავლისას გაიზარდა ჩემი ცოდნა, გაიზარდა ჩემი თვალსაწიერი დიზაინის მიმართულებით და გაცილებით თავდაჯერებული გავხდი ამ სფეროში საკუთარი თავის საპოვნელად. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოთხივე მენტორსა და აკადემიის მთლიან გუნდს.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი დაისახონ მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად არასდროს მოდუნდნენ, არ შეუშინდნენ არცერთ დაბრკოლებას და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. როცა ადამიანს რაღაც გულით სურს და მასში შრომას დებს, ის აუცილებლად რეალობად იქცევა.