fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან ,,პალიტრა L” – ში?

თარიღი: 7 April, 2022

,,რაც ძალიან მომწონს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში არის ის, რომ მონდომებულ და გულანთებულ სტუდენტებს ნამდვილად ხელს უწყობენ და ეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში.“

დღეს ია გოგიაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ სრულიად გადავუხვიე არჩეულ გზას, გადავწყვიტე ახალი პროფესიის სწავლა და შედეგად ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ განვითარდა. შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია საკუთარი თავი გამოცადო სხვადასხვა მიმართულებით და აუცილებლად იპოვი იმ საქმეს, რასაც დიდი სიყვარულით გააკეთებ.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აკადემიის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე. ხშირად მხვდებოდა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი კონტენტი, რასაც გვიზიარებდით. სტატიები და სიახლეები, რასაც გვთავაზობდით ინფორმაციული და ორიგინალური იყო. ყოველთვის მიჩენდა სურვილს წამეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი სტატიების წაკითხვას დიდ დროს არ ვუთმობდი ხოლმე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ნუკა მიხელიძესთან გავიარე სოციალური მედიის კურსი, მისი წარმატებით დასრულებისთანავე მურთაზ ფუტკარაძის ციფრული მარკეტინგის კურსი ავიღე. ძალიან შთამაგონებელი იყო თითოეული მენტორის ლექცია, დიდი დამსახურებაა ამ პრაქტიკოსი ადამიანების იმაში, რომ ციფრული სფერო გახდა ჩემი პროფესია და მუდმივად ვცდილობ ფეხი ავუწყო სიახლეებს.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

კურსების დასრულებისთანავე რეკომენდაცია გამიწია მენტორმა, რის შედეგადაც სხვადასხვა კომპანიისგან მივიღე შემოთავაზება. საბოლოოდ, მუშაობა დავიწყე გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ სოციალური მედიის მენეჯერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

რაც ძალიან მომწონს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში არის ის, რომ მონდომებულ და გულანთებულ სტუდენტებს ნამდვილად ხელს უწყობენ და ეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. ეს ჩემს მაგალითზე საუკეთესოდ ჩანს. მუდმივი კომუნიკაცია მქონდა კურსების კურატორთან და ნებისმიერ საკითხზე ვიღებდი დროულ პასუხს და მხარდაჭერას.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრული სამყარო კიდევ უფრო დიდ ადგილს იკავებს და მომავალში დაიკავებს ჩვენს ცხოვრებაში. დრო იცვლება და ადამიანებმაც უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. მითუმეტეს, როდესაც პროფესიის დაუფლებაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობა და ბაზრის მოთხოვნა.

ვაკანსიების ვრცელ ნუსხაში აუცილებლად ნახავთ შემოთავაზებებს, რომლებიც თქვენგან ციფრული არხების ცოდნას მოითხოვს. ასე, რომ არ დაიზაროთ, სცადეთ, შეაბიჯეთ ძალიან საინტერესო და არამოსაწყენ სამყაროში.