fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Georgian Card – ში?

თარიღი: 1 April, 2022

,,აკადემია ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული გარემო, სადაც თეორიული ცოდნა გავიღრმავე უამრავი პრაქტიკული და რეალური ქეისის განხილვით. ამან მომცა მეტი თავდაჯერებულობა და ბიძგი, რომ მიმეღო გამოწვევები ახალ პოზიციაზე.”

დღეს ნინი ნიკოგოსოვი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ნინი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. შვიდ წელზე მეტი ვმუშაობდი კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანიაში ERP პროგრამებზე. შემდეგ გამიტაცა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებმა და ბოლო ერთი წელი კრიპტოვალუტებისა და NFT-ების სამყაროში გავატარე.

პარალელურად, ვინტერესდებოდი პროექტების მართვის ხელოვნებით, სხვადასხვა ახალი ტექნიკებით, რაც მანამდე პრაქტიკაში არ მქონდა გამოყენებული.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ პირველად 2021 წლის სექტემბერში შევიტყვე. თავიდანვე მოვიხიბლე საინტერესო მასტერკლასებით და კრეატიული კონტენტით.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გავიარე ჯერ Digital Project Management კურსი, ხოლო მოგვიანებით Agile, Scrum, Kanban Advanced კურსი.

აღნიშნული კურსები დამეხმარა, რომ მანამდე წლების განმავლობაში ტექნოლოგიური მიმართულებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება  გადამეფასებინა ახალ ჭრილში, ეჯაილ მეთოდოლოგიის მიდგომების შესაბამისად და დამენახა ახალი გამოწვევები. ასევე, რაც ძალიან მახარებს, აკადემიამ შემძინა ახალი მეგობრები.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ახლა ვარ Georgian Card-ის გუნდის წევრი, ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის მოძიების, სწავლისა და განვითარების  უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, აკადემია ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული გარემო, სადაც თეორიული ცოდნა გავიღრმავე უამრავი პრაქტიკული და რეალური ქეისის განხილვით. ამან მომცა მეტი თავდაჯერებულობა და ბიძგი, რომ მიმეღო გამოწვევები ახალ პოზიციაზე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

არ დანებდნენ! სასწაულად მრავალფეროვანი და მზარდი სფეროა ციფრული სამყარო, ამიტომ, იმისათვის რომ გახდნენ პროფესიონალები, საკუთარ თავზე იმუშაონ ძალიან ბევრი, ისწავლონ და განვითარდნენ ყოველდღიურად.