fbpx
სოციალური მედია

როგორ გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი კურსის დასრულების შემდეგ?

თარიღი: 11 November, 2021

,,აკადემიამ მომცა ზუსტად ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა. მაჩვენა მიმართულება და მასწავლა პატარ-პატარა ხრიკები, თუ როგორ უნდა ვიარო ამ გზაზე მარტივად.“

დღეს ნენე სტეფანიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

ნენე სტეფანიშვილი, 28 წლის.

ყოფილი ჟურნალისტი (ამბობენ, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო, მაგრამ მაინც…)

მოქმედი სოციალური მედიის მენეჯერი

მომავალი – ჯერჯერობით უცნობია

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

როცა მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე ჟურნალისტიკა დასრულდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რისი კეთება მინდოდა. გადაწყვეტილებამდე მარტივად მივედი და ავირჩიე სოც. მედია.

შემდეგი ეტაპი იმ ცოდნის მიღება იყო, რომელსაც ჩემში არსებულ სურვილებს, გამოცდილებას და ასევე დიდ ქაოსს მოვარგებდი.

რამდენიმე ადამიანის რეკომენდაციის შემდეგ გადავწყვიტე ეს ცოდნა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მიმეღო და ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

-კურსი..

გავიარე სოციალური მედიის კურსი, მარიამ ჭყონიასთან. მარიამი იმ ადამიანების სამეულში შევიყვანე, რომლებმაც რეალურად მომცეს ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში, სოციალური მედიის მენეჯერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ მომცა ზუსტად ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა. მაჩვენა მიმართულება და მასწავლა პატარ-პატარა ხრიკები, თუ როგორ უნდა ვიარო ამ გზაზე მარტივად.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

არასდროს შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს და ყოველთვის ღია იყავით სიახლეებისთვის. უსმინეთ კონკრეტული საქმის პროფესიონალებს, გაიაზრეთ მათი წარმატებები, შეცდომები და ამასთან ერთად არასდროს დაკარგოთ ინდივიდუალიზმი.

ყოველი ახალი დღე არის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ – ოქეი, მიღებულია.