fbpx
დასაქმება

როგორ გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი კურსის დასრულების შემდეგ?

თარიღი: 18 November, 2021

,,აკადემიამ მომცა ფუნდამენტური ცოდნა სოციალური მედიის შესახებ, გავხდი მეტად თავდაჯერებული.“

დღეს ელენე დვალი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ელენე დვალი, 21 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი გაურკვევლობასა და ჩემი თავის შეცნობის პროცესში, თუმცა დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ციფრული სამყაროა სწორედ ის ადგილი, სადაც ჩემი მომავალი საქმიანობა წარმომიდგენია.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

აკადემიის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. პანდემიის პერიოდში თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე კურსის გავლა. სწორედ ამ არჩევანს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევ.

-კურსი..

გავიარე ქოფირაითინგის და სოციალური მედიის კურსი, ერთ-ერთ საუკეთესო მენტორთან – ვეკო თოხაძესთან, რომელმაც დაუღალავი შრომა და ენერგია ჩადო სალექციო კურსში.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად დასაქმებული ვარ კომპანია – ტყუპების საღვინე სახლში, სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ მომცა ფუნდამენტური ცოდნა სოციალური მედიის შესახებ, გავხდი მეტად თავდაჯერებული და ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა ახალი პროფესიის მიმართ.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, არ დანებდნენ და გზა გააგრძელონ, ყოველთვის ორიენტირებულები იყვნენ თვითგანვითარებაზე და არასოდეს შეწყვიტონ ძიება.