fbpx
ლიდერი

როგორ გავხდე უკეთესი ლიდერი?

თარიღი: 13 July, 2020

თუ ლიდერი ხარ და ფიქრობ, რომ მუშაობის პროცესში რაღაც ბოლომდე კარგად ვერ მიდის ესეიგი ცვლილების დროა. ლიდერად ყოფნისას ყოველთვის შეგიძლია გახდე უკეთესი გუნდის წევრი, დამსაქმებელი ან დასაქმებული, ვიდრე ხარ.

გაეცანი, რამდენიმე საინტერესო რჩევას:

აჩვენე საკუთარი თავის სახით მაგალითიsilhouette of people on hill

კვლევის თანახმად, ლიდერებს შეუძლიათ ჯგუფის წევრებში კონკრეტული რწმენის, დამოკიდებულების ჩამოყალიბება. შენ უნდა გახდე სწორედ ის, ვინც დასაქმებულებს აჩვენებს საქმისადმი სიყვარულს, პროფესიონალიზმს, მოტივაციას. რადგან ლიდერის სტატუსი უკვე მოგენიჭა, პასუხისმგებლობაც დიდი გაქვს, შენს თითოეულ ქმედებას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მოსმენა და კომუნიკაცია

man wearing white and black plaid button-up sports shirt pointing the silver MacBook

ეს ორი უნარი სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გინდა იყო ეფექტური ლიდერი აუცილებელია ისწავლო ადამიანების მოსმენა და კომუნიკაცია. აჩვენე დასაქმებულს, რომ გაინტერესებს მისი აზრი, მოუსმინე და პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესთავაზე გამოსავალი, გაიგე რა სურს, რას განიცდის ან რას ისახავს მიზნად. ამით შენდამი პატივისცემის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

მოტივაციის თეორია

ეფექტური ლიდერი ყოველთვის ამხნევებს გუნდის წევრებს. თუ გინდა, რომ სამსახურში ყველამ კარგად იმუშაოს ისწავლე თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმის დაფასება. როდესაც თანამშრომელს რაღაც კარგად გამოსდის აუცილებელია უთხრა, რომ ეს ძალიან კარგი იყო, რომ კარგად იმუშავა. თუ დასაქმებული მაქსიმუმს აკეთებს და აღწევს სასურველ შედეგს უნდა აგრძნობინო, რომ ამას აფასებ, სხვა შემთხვევაში ის მოტივაციას დაკარგავს, რაც საქმეზე უარყოფითად აისახება.

დამოკიდებულების თეორია

low-angle photo of pink and orange balloons

აუცილებელია საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. თუ შენ არ შეხედავ ყველაფერს პოზიტიურად შენი გუნდის წევრს გაუჭირდება ამ დამოკიდებულებამდე მისვლა. როგორ დამოკუდებულებასაც აჩვენებ შენ სხვებს, ისევე განეწყობიან ისინიც საქმისადმი.

ინტელექტუალური სტიმულირების თეორიაlow angle photography of drop lights

გუნდის წევრების ინტელექტუალური სტიმულირება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ადამიანებს უნდა მოუწოდო საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოხატვისკენ. ამისათვის შესთავაზე ახალი გამოწვევები და დარწმუნდი, რომ ეს ყველაფერი მათ შესაძლებლობებს მოიცავს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება