fbpx
დედლაინები

როგორ გამოვიყენოთ დედლაინი მოტივაციისთვის?

თარიღი: 22 March, 2021

ყველას გვაქვს განსაზღვრული დედლაინი, ზოგისთვის ეს სასწრაფოდ დასაწერი სტატიაა, ზოგისთვის სასწრაფოდ შესაქმნელი დიზაინი, ზოგისთვისაც კი სასწრაფოდ მოსამზადებელი ნამცხვარია. ხშირად ადამიანებს დედლაინი სტრესავთ, არადა შესაძლებელია დადგენილი ვადები მოტივაციისთვის გამოვიყენოთ.

ახალი კვლევის თანახმად, დედლაინს შეუძლია ჩვენი პროდუქტიულობის ხარისხი გაზარდოს.

,,მიზანთან სიახლოვე”

,,მიზანთან სიახლოვე"

ფსიქოლოგმა Nira Liberman კოლეგებთან ერთად შეისწავლა დედლაინის ეფექტი. მაგალითად, როდესაც შენ კითხულობ პირველ თავს 10 თავისგან შემდგარი წიგნიდან, წიგნის დასრულებამდე 9 თავი გრჩება წასაკითხი და შენი კითხვის პროცესი უფრო გაჭიანურებულია, მაგრამ როდესაც შენ წასაკითხი გაქვს ორი პარაგრაფი იგივე წიგნიდან შენ 50 პროცენტით მეტი ძალისხმევით მუშაობ საბოლოო შედეგის მიღწევის მიზნით.

,,მოტივაცია და შედეგი”

,,მოტივაცია და შედეგი"

დედლაინი თავისდაუნებურად გიბიძგებს ბევრი იფიქრო საბოლოო შედეგზე, რომელსაც მოგიტანს კონკრეტული დავალება, ამან კი შენი მოტივაცია შესაძლოა ორი მიმართულებით განსაზღვროს:

1. შენ მიაღწევ მიზანს: დაწერ საინტერესო სტატიას, შექმნი გრაფიკულ ნამუშევარს ან ანიმაციას.

2.თუ კონკრეტული დავალების შესრულება არ გსურს და დედლაინი გაქვს განსაზღვრული, შენ ფიქრობ იმაზე რომ ამ დავალების შესრულებით აღარ მოგიწევს იგივე სიტუაციაში ყოფნა.

,,ერთი ნაბიჯით ახლოს”

,,ერთი ნაბიჯით ახლოს"

ყოველი ახალი დავალების შესრულება გეხმარება განვითარებაში. შესაძლოა ამას მუშაობის პროცესში ვერ ხვდები მაგრამ, სამომავლოდ შენს გამოცდილებას და ცოდნას რომ გადაავლებ თვალს აუცილებლად მიხვდები, რომ ყველა დავალებამ რაღაც ახალი გასწავლა.

შეგიძლია სწორედ ამ განწყობით მიუდგე შენს ყველა საქმეს და დედლაინის შესრულება, ახალი, უფრო საინტერესო დავალების მოლოდინით დაიწყო.

გამოიყენე ნებისმიერი ფაქტორი შენი მოტივაციისთვის, ნუ მისცემ დროში განსაზღვრულ დავალებას შენი განწყობის გაფუჭების საშუალებას.