fbpx
დასაქმება

,,კურსის დასრულების შემდეგ, აქტიურად გავაგრძელე მუშაობა მოუშენ დიზაინის მიმართულებით.”

თარიღი: 25 March, 2022

,,ციფრული სამყარო და ვიზუალი კომუნიკაცია 21-ე საუკუნის განუყრელი ნაწილია, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება, სადაც ადამიანების ფანტაზია და შესაძლებლობები უსაზღვროა.”

დღეს, მარიამ ძიძიკაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ მარიამი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებით.

ვარ გრაფიკული დიზაინერი და პარალელურად ვმუშაობ სამკაულის დიზაინზე, რაც ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რამდენიმე წლის წინ, ჩემს დასთან ერთად დავაარსე სამხატვრო სტუდია. მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რამდენიმე წელია, რაც ვმუშაობ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. პრაქტიკულ ნაწილთან ერთად მინდოდა თეორიული ცოდნაც გამეღრმავებინა, გავცნობოდი ახალ ტენდენციებსა და მუშაობის განსხვავებულ პრინციპებს, მიმეღო ახალი რეკომენდაციები ამ სფეროში გამოცდილი და განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებისგან. ვეძებდი საინტერესო გარემოს, სადაც ჩემს სურვილებს დავაკმაყოფილებდი, არჩევანი კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე გავაკეთე.

-კურსი, რომელიც გავიარე..

პირველ ეტაპზე, გავიარე ბრენდ დიზაინის კურსი, სადაც მივიღე ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ ნაწილში. შემდეგ, გადავწყვიტე, ახალი თავგადასავლებისთვის და საინტერესო გამოწვევებისთვის გამევლო მოუშენ დიზაინის კურსი. კურსის განმავლობაში გავეცანი ბევრ საინტერესო ტექნიკას და ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო. დასრულების შემდეგ, კი აქტიურად გავაგრძელე მუშაობა მოუშენ დიზაინის მიმართულებით.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად დასაქმებული ვარ „ნიკორა სუპერმარკეტში“, ვიდეო გრაფიკის მიმართულებით.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიაში გავლილი კურსები დამეხმარა ახალი უნარების, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მნიშვნელოვანია მუდმივად სიახლეების, ინსპირაციის წყაროების ძიება, ახალი უნარების აღმოჩენა და განვითარება. როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავზე მუშაობას და მიზნისკენ სწრაფვას.

ციფრული სამყარო და ვიზუალი კომუნიკაცია 21-ე საუკუნის განუყრელი ნაწილია, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება, სადაც ადამიანების ფანტაზია და შესაძლებლობები უსაზღვროა.