fbpx
დასაქმება

როგორ დამეხმარა სოციალური მედიის კურსი ახალი უნარების აღმოჩენაში?

თარიღი: 28 January, 2022

,,მთავარი მოტივაცია იყო, არ გავჩერებულიყავი, უფრო ფართოდ გავცნობოდი ამ სფეროს, გამეზიარებინა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გამოცდილება, დამესვა კითხვები, რომლებზეც პასუხს მივიღებდი კომპეტენტური პირებისაგან, ამას მოყვა შესაბამისი სივრცის ძიების პროცესი, სადაც აღმოგაჩინეთ თქვენ და მივხვდი რომ სწორ ადგილზე აღმოვჩნდი.“

დღეს გიორგი გელაძე მოგიყვებათ საკუთარ ამბავს:

-მე ვარ

მე ვარ გიორგი, 26 წლის ბათუმიდან. 2 წელზე მეტია, ვმუშაობ ციფრული მარკეტინგისა და სოც. მედია მენეჯმენტის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, ქართულ და უცხოურ კომპანიებთან.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

უნდა აღვნიშნო, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრამდე, გავლილი მქონდა ტრენინგი ამ სფეროში და თქვენ კურსზე მოხვედრის დროს უკვე ვმუშაობდი ციფრული მარკეტერის მიმართულებით, თუმცა არ არსებობს ამ სფეროში ფინიშის ხაზი, რომლის იქითაც ახლის სწავლა არ შეიძლება.

სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია, არ გავჩერებულიყავი, უფრო ფართოდ გავცნობოდი ამ სფეროს, გამეზიარებინა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გამოცდილება, დამესვა კითხვები, რომლებზეც პასუხს მივიღებდი კომპეტენტური პირებისაგან, ამას მოყვა შესაბამისი სივრცის ძიების პროცესი, სადაც აღმოგაჩინეთ თქვენ და მივხვდი რომ სწორ ადგილზე აღმოვჩნდი, ერთ ტრენინგს მოყვა მეორე.

ზოგადად ვცდილობ, რომ წელიწადში რამდენიმე კურსი გავიარო, გავიცნო როგორც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, ისე ყოველდღიურად ცვალებადი, მნიშვნელოვანი ტრენდები და სიახლეები, რომლებიც ჩვენს პროფესიას უკავშირდება.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

2020 წელს, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე სოც. მედია მენეჯმენტის კურსი, მალევე ამ ნაყოფიერი კურსს მოყვა, E-Commerce-ის ტრენინგი, ხოლო სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დავიწყე SE0-ს შესწავლა, თუმცა ჩემი გეგმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

მუშაობის პროცესში უამრავი ქეისი მიგროვდება, რომლის განხილვაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და არსებითად მნიშვნელოვანი პროცესია. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ლექტორები ყოველთვის ახერხებენ სალექციოო კურსის მანძილზე დრო დაუთმონ სწორედ ასეთი ქეისების გავლას, რაც მეხმარება თითოეული მოცემულობა დავინახო სხვადასხვა პერსპექტივიდან.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ ‘’Elt Business Group’’-ში ციფრული მარკეტინგის და სოც მედია მენეჯერის პოზიციაზე აღნიშნული ბიზნეს ჯგუფი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

Elt Buidling – სამშენებლო დეველოპერული კომპანია;

Elt Company – საფინანსო ორგანიზაცია;

Elt Travel – ტურისტული კომპანია;

ასევე დისტანციურად ვმუშაობ ორ საერთაშორისო კომპანიაში

BAU GLOBAL; BAU International University Batumi (Turkey)

Thirsty Leaves start up – (The Netherlands)

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

მიუხედავდ იმის, რომ აკადემიაში მოხვედრისას უკვე დასაქმებული ვიყავი, ახალი კავშირების შედეგად ხშირად ვიღებ შემოთავაზებებს სხვადასხვა კომპანიებიდან ლექტორების მიერ გაწეული რეკომენდაციების საფუძველზე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ციფრული მარკეტინგით ან სოც. მედია მენეჯმენტით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ არასდროს არ შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა, სიახლეების გაცნობა და სხვისი გამოცდილების გაზიარება.