fbpx
copy, paste-ის ისტორია

როდის და ვინ შექმნა კომბინაცია Copy/Paste?

თარიღი: 29 July, 2020

ctrl-c > ctrl-v ალბათ ეს თქვენთვის ნაცნობი კომბინაციაა. ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, როგორ გაამარტივა Copy/ Paste ღილაკის არსებობამ ჩვენი ცხოვრება. წერის დროს ერთი ღილაკის დაჭერით უამრავ დროს ვზოგავთ, ტექსტის წაშლა, ჩასმა, გადატანა ეს ყველაფერი მარტივად არის შესაძლებელი. ადამიანების უმეტესობა ყოვლდღიურად მოიხმარს ამ ღილაკებს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, საიდან იწყება ამ კომბინაციების ისტორია და ვინ შექმნა თითოეული.

გაიგე, საიდან დაიწყო Copy, Paste, Cut ღილაკების ისტორია:

ვინ შექმნა Copy, Paste, Cut კომბინაცია?

Silicon Valley inventor of 'cut, copy and paste' dies | The Daily Star

cut, copy, paste კომბინაციის ავტორია ლარი ტესლერი. ის იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც მაქსიმალურად გაამარტივა კომპიუტერის გამოყენება. ლარი ტესლერი 1945 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებისთანავე, კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას შეუდგა.

მას ეკუთვნის ისეთი ტერმინების შექმნა, როგორებიცაა: WYSIWYG -ტესლერმა ერთხელ თქვა: ,,რასაც შენ ხედავ ეკრანზე, ეს უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც იღებ დაბეჭდვისას”, User-friendly, Browser.

1960 წელს ტელსერი სამუშაოდ სილიკონის ხეობაში გადავიდა, ეს ის პერიოდია, როდესაც კომპიუტერები მხოლოდ სპეციალისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. კარიერის განმავლობაში ტესლერი რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა. Xerox-ში რამდენიმე წლიანი საქმიანობის შემდეგ, სტივ ჯობსმა ტესლერი Apple-ში გადაიბირა, სადაც მან 17 წელი იმუშავა.

Apple-დან წასვლის შემდეგ, ტესლერმა საკუთარი შემეცნებითი სტარტაპი დაარსა, სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა Yahoo-სთან და Amazon-თან.

როდის და რატომ შეიქმნა ეს კომბინაცია?

Larry Tesler | Abagond

ამოჭრის, კოპირების და ჩასმის კომბინაცია ლარი ტესლერმა მის მეგობრათან ტიმ მოტთან ერთად Xerox PARC-ში მუშაობის დროს შექმნა. მათ გადაწყვიტეს კომპიუტერის გამოყენების გამარტივება და ფიქრობდნენ, რომ ყველაფრი, რასაც ამობეჭდილი სახით ვიღებთ გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისით უნდა შეცვლილიყო. სწორედ ამიტომ, დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა და კომპიუტერში ჩააშენეს ჩასმის, კოპირებისა და ამოჭრის ფუნქციები. ამ ფუნქციებით პირველად 1983 წელს, Apple-ის პერსონალური კომპიუტერი Lisa აღიჭურვა. მოგვიანებით იგივე ფუნქცია ჰქონდა პირველ Macintosh-საც.

Copy, Paste, Cut კომბინაციამ უამრავ ადამიანს გაუმარტივა ცხოვრება, განსაკუთრებით მათ, ვისი საქმიანობაც წერასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ბეჭდურის ციფრულით შეცვლისკენ.

Larry Tesler, inventor of 'cut, copy and paste' passes away | Deccan Herald

ლარი ტესლერი გარდაიცვალა 2020 წლის 16 თებერვალს, 74 წლის ასაკში. ამასთან დაკავშირებით სილიკონის ხეობის კომპიუტერული ტექნიკის მუზეუმმა განცხადება გააკეთა: ,,დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ლარი ტესლერს, ადამიანს, რომელმაც კოპირების, ამოჭრისა და ჩასმის ფუნქცია გამოიგონა. ტესლერმა მეცნიერისა და ამბოხებული ადამიანის ხედვა გააერთიანა, რადგანაც ფიქრობდა, რომ კომპიუტერები ყველასთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.”— წერია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება