fbpx

როგორ გავაკეთოთ რეკლამა FACEBOOK-ში

თარიღი: 8 July, 2019

ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის, აფინანსებს და მართავს კომერციულ ორგანიზაციას. მისთვის კომუნიკაციის ეფექტურ არხს სოციალური მედია წარმოადგენს, სადაც ეძებს სამიზნე აუდიტორიას და ქმნის სამომხმარებლო ბაზას.

თუკი ხართ ანტერპრენერი, ახლახან დაიწყეთ სტარტაპი და ფიქრობთ მარკეტინგის რომელი ფორმა დაგეხმარებათ ბრენდის ჩამოყალიბებაში, ეს აუცილებლად სოციალური მედია უნდა იყოს თავისი მრავალფეროვანი ალგორითმით.

Facebook რეკლამების დახმარებით შეძლებთ ბრენდი წარადგინოთ მომხმარებლის წინაშე. მნიშვნელოვანია
სწორი სამიზნე აუდიტორია შეირჩეს: დემოგრაფიის, ინტერესების, ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ მახასიათებლების გათვალისწინება განსაკუთრებით სასარგებლოა მცირე ბიზნესის მეწარმეებისთვის, თუკი კონკრეტულად აქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი რაც რეკლამისთვის უნდა დაიხარჯოს.
ახლა განვიხლიოთ ის ეტაპები და რეკლამის ტიპები, რაც ანტერეპერენს დაეხმარება საქმინობის ეფექტურად წარმართვაში.

Carousel Ads – გამოიყენეთ იმ შემთხვევაში თუ გსურთ სხვადასხვა პროდუქციის ერთიანი რეკლამის სახით წარმოჩენა, შეძლებთ განათავსოთ 10-მდე ფოტო, რომელსაც მომხარებელი მარტივი ინტერაქციის საშუალებით ნახავს.

Lead Ads –  ამ ტიპის რეკლამები საშუალებას მოგცემთ მომხარებლის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია: სახელი, ელ-ფოსტა და სხვა ძირითადი ინფორმაცია.

Messenger Ads – გაძლევთ საშუალებას უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ კლიენტებთან. ფოტო და ვიდეო რეკლამების განთავსოთ Messenger-ში.

Photo Ads – ფოტოსურათის ქონთენთის შემცველი რეკლამები ერთ-ერთი ყველაზე იოლი ვარიანტია Facebook რეკლამებს შორის. ეს იქნება პოსტი რომელიც, შეგიძლიათ რეკლამაზე გაუშვათ.

Slideshow Ads – თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მოკლე ვიდეო რეკლამები, რომლებიც საინტერესო და სასიამოვნოა მომხარებლის თვალისთვის. ამ ტიპის რეკლამა ასევე საშუალებას გაძლევთ დაამატოთ მუსიკა და ტექსტი.

Video Ads  – ვიდეოს შემცველი რეკლამები ბევრად ეფექტურია ვიდრე სტატიკური გამოსახულებები.
ამ ტიპის რეკლამა ასევე შეიძლება გახდეს თქვენი აუდიტორიის მიმართ თქვენი პროდუქტის კარგად წარმოჩენის საშუალება.

როგორ გავუშვათ Facebook რეკლამა

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ Facebook- ის ბიზნეს გვერდი. შემდგომ უნდა შეხვიდეთ Facebook Ads Manager- ში და შექმნათ ახალი კამპანია.

 

ჩამოთვლილი იქნება  11 მარკეტინგული მიზანი. მარკეტინგის ობიექტის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გსურთ თქვენი რეკლამის შესრულებით რომ განახორციელოთ. კონკრეტული სახელი შეურჩიეთ კამპანიას, შეიყვანეთ თქვენი ქვეყანა, სასურველი ვალუტა და დროის ზონა. ბიუჯეტის ოპტიმიზაციის გარდა, აუცილებელია შეარჩიოთ სამიზნე აუდიტორია, სქესის, ასაკის , ენის, დემოგრაფიული ადგილის მიხედვით.
უნდა აირჩიოთ ადგილი, სადაც თქვენი რეკლამა გამოჩნდება, თუმცა Facebook-ს ავტომატურად შეუძლია გადაწყვიტოს სად განათავსოს რეკლამა, სად უფრო ეფექტური იქნება მოცემული კამპანიისთვის. შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რამდენი უნდა დახარჯოთ Facebook- ის რეკლამაზე და დაადგინოთ რეკლამის გაშვების თარიღი. შემდგომ შეგიძლიათ შეიყვანოთ ტექსტი და სხვა კომპონენტები თქვენი რეკლამისთვის. გახსოვდეთ რომ Facebook რეკლამის დროს ტესტირება და დაკვირვება გეხმარებათ დაადგინოთ რეკლამის ეფექტურობა, ყველა კამპანია უნდა შეადაროთ წინა კამპანიას , შეისწავლოთ რა სურს აუდიტორიას და შემდგომ შეძლებთ მესიჯის სრულყოფილად მიწოდებას. Facebook რეკლამის პრაქტიკულ ნაწილთან გაცნობაში კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სოციალური მედიის კურსი დაგეხმარებათ.