fbpx
Times Square

რატომ ხარჯავენ კომპანიები დიდ რესურსს Times Square-ზე რეკლამის განსათავსებლად?

თარიღი: 14 October, 2020

რითი ამახსოვრდებათ ადამიანებს Times Square? ალბათ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება რეკლამა. ბევრი რეკლამა ერთად, რომელიც ძალიან ნათელ და დასამახსოვრებელ ფერებში ხვდება ადამიანის თვალს. ფილმებშიც და გადაცემებშიც ხშირად ვხედავთ ამ ადგილს ბევრი კაშკაშა გამოსახულებით და უამრავი ხალხით. რატომ ხარჯავენ კომპანიები დიდ რესურს Times Square-ზე რეკლამის განსათავსებლად, მაშინ როცა ამის გაკეთება ცალკეც შეუძლიათ?

people walking on street during night time

Time Square NYC-ს მიხედვით, ყოველდღიურად საშუალოდ 380,000-მდე ფეხით მოსიარულე და 115,000-მდე მანქანა გადაადგილდება ამ ადგილზე. სადღესასწაულო დღეებში მაგალითად, შობას ეს რიცხვი შესაძლოა 460,000 ადამიანამდე გაიზარდოს. თუ ამ რიცხვებით ვიმსჯელებთ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი რეკლამა უდიდეს გავლენას ახდენს მომხმარებელზე, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რეალურად ფეხით ან მანქანით გაივლის მანჰეტენზე, თუ უბრალოდ ფილმში ან გადაცემაში მოკრავს რომელიმე რეკლამას თვალს.

რატომ არის თითქმის ყველა რეკლამაში ნათელი, კაშკაშა და თვალშისაცემი ფერები გამოყენებული, ეს იმიტომ, რომ თითოეული რეკლამის ავტორი ცდილობ უამრავი რეკლამიდან მომხმარებელმა სწორედ მისსაზე შეაჩეროს ყურადღება. თითქოს რუტინაა ამ უბანში ჩავლა და ამდენი რეკლამისთვის თვალის გასწორება, თუმცა აქ გამოტანილი პროდუქტის გამოსახულება მომხმარებელს ქვეცნობიერად მაინც ამახსოვრდება და არჩევანის წინაშე დადგომის შემთხვევაში სწორედ ამ კონკრეტულ პროდუქტს ირჩევს.

man sitting on building

Times Square-ზე სარეკლამო სივრცის ყიდვა წელიწადში 1.1-დან 4 მილიონ დოლარამდეა, დღეში კი 5000 დოლარიდან 50, 000 დოლარამდე მერყეობს. რატომ არის ასეთი რეკლამა ასეთი ძვირი აქ?

მიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია მსოფლიოში, აქ ყველაზე მეტი ტურისტი იყრის თავს. როდესაც გინდა ერთდროულად ბევრმა სხვადასხვა ტიპის, ეროვნების, სურვილებისა და ინტერესების ადამიანმა გაიგოს შენი პროდუქტის შესახებ ასეთი ტიპის რეკლამა სწორი არჩევანია. აქ ხშირად იმართება ღონისძიებები, რომლის დროსაც უამრავი ადამიანის თვალი აღიქვამს კონკრეტული ბრენდის კონკრეტულ რეკლამას.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება