fbpx
Netflix

რატომ მისცა Netflix-მა მომხმარებელს 2 დღიანი უფასო ჩვენების შესაძლებლობა?

თარიღი: 7 April, 2021

2020 წლის 5 და 6 დეკემბერს, შაბათ-კვირას, Netflix-მა მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფილმისთვის, სერიალისთვის და გადაცემისთვის უფასოდ ეყურებინათ. 48 საათი თავისუფლება მინიჭებული მომხმარებელი მაშინვე აღფრთოვანდა ამ ფაქტით და ჩაუჯდა Netflix-ის სერიალებს.

ალბათ დამეთანხმები, რომ შეუძლებელია შენთვის სასურველი ყველა ფილმის, სერიალის ან გადაცემის ყურება მოასწრო 2 დღეში, თუმცა ამაზე არ ფიქრობდნენ მომხმარებლები, რადგან მათზე სიტყვა ,,უფასო“-მ საოცარი ეფექტი მოახდინა და მაშინვე მიაჯაჭვა ეკრანებს.

რას ისახავდა მიზნად Netflix?

Netflix

როგორც მომხმარებლების პირადი გამოცდილებიდან, პოსტებიდან ირკვევა, მათ დაიწყეს სერიალების ყურება, თუმცა 2 დღეში ვერ მოასწრეს ბოლომდე დასრულება, რამაც მათში ინტრიგა გამოიწვია. დამეთანხმები, როდესაც სერიალს უყურებ, ეჩვევი და გადამწყვეტ მომენტზე გეთიშება, იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ გააგრძელო მისი ყურება.

ეძებ ინტერნეტში სერიალის უფასო ვერსიებს და უშედეგოდ, ვერაფერს ვერ პოულობ, გრჩება ერთი არჩევანი, იყიდო Netflix-ის პრემიუმ ექაუნთი.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოხმარებელი აღნიშნავს: ,,ზუსტად მაშინ, როდესაც სერიალზე მიჯაჭვული გავხდი, 2 დღე დასრულდა და იძულებული გავხდი მეყიდა პრემიუმ ექაუნთი.“

Netflix

ამ ხრიკის გამოყენებით ბრენდმა უამრავმა ადამიანს ,,აყიდინა ექაუნთი, მისი გაყიდვები კი საგრძნობლად გაიზარდა. გაკვეთილი Netflix-ის მაგალითიდან, ყოველთვის ყურადღებით იყავი მანამ, სანამ რაიმე უფასოს გავლენის ქვეშ მოექცეოდე, გახსოვდეს ეს მარკეტინგული ხრიკი.