fbpx
ლოგოს დიზაინი

რატომ არის ლოგო ძირითადად მარცხენა მხარეს?

თარიღი: 10 September, 2020

არასოდეს გიფიქრია იმაზე, თუ რატომ გხვდება ლოგო ყოველთვის მარცხენა მხარეს?

კვლევის თანახმად, ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ნივთებზე სიმბოლო მარცხენა მხარეს იქნება განთავსებული, ისინი უკეთ აღიქვამენ მარცხნივ დატანილ დეტალებს, ვიდრე მარჯვნივ. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი.

გაიგე, რატომ არის ლოგო თითქმის ყოველთვის მარცხენა მხარეს:

assorted-color-and-pattern sticker lot

ლოგო პირველ შთაბეჭდილებას ჰგავს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ვებ-გვერდს სტუმრობს მნიშვნელოვან ღილაკებს ყოველთვის მარცხენა მხარეს ეძებს, თითქოს ეს მხარე მისთვის უფრო მოსახერხებელია. იგივენაირადაა ტანსაცმლის შემთხვევაშიც, ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ლოგო მარცხენა მხარეს დახვდებათ. ფსიქოლოგიის მიხედვით ამის მთავარი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მარცხნივ საგნების აღქმა ბევრად მარტივია.

თუ თვალს გადაავლებ ისტორიას, ალბათ გაგახსენდება, რომ მედლები, სამხედრო ნიშნები, ისტორიულ პიროვნებებს ყოველთვის მარცხენა მხარეს ეკეთათ, ასეა დღესაც. თუ დააკვირდები სამხედრო სამოსს, სამუშაო ფორმებს, ჯარისკაცების აღჭურვილობას, მსგავსებას დაინახავ. ადრე არსებულმა გამოცდილებამ ჩვენზეც მოახდინა გავლენა, ჩვენ მივეჩვიეთ ლოგოს მარცხნივ დანახვას.

Arabic language resources – Language Links Database

ვებ-გვერდების უმეტესობას ლოგო მარცხნივ აქვს განთავსებული, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ დასავლურ ქვეყნებში ტექსტს კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ.

ლოგო ბრენდის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მომხმარებელმა დაიმახსოვროს. კვლევის თანახმად ადამიანებს ლოგო უფრო მეტად ამახსოვრდებათ თუ ის მარცხნივ არის განთავსებული. გარდა ამისა, ადამიანების უმეტესობა მემარჯვენეა, მემარჯვენეებისთვის კი უფრო მოსახერხებელია საპირისპირო მხარეს ლოგოს პოვნა. ლოგოს მარცხნივ განთავსების ძირითადი მიზეზებია: კულტურული განსხვავებები, კითხვისა და წერის ჩვევები, მზერა, ისტორია და ფსიქოლოგია.

რა მოსაზრება გაქვს შენ?

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება