,,რაღაც ქართული” – უცნაური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ
თარიღი: 15 January, 2021
,,ჩემს გონებაში წარმოდგენილი ვიზუალი ჩანახატის სახით გადმოვიტანე ფურცელზე, საბოლოოდ კი ფერებითა და ფორმებით თამაშის შემდეგ, შეიქმნა “რაღაც ქართული”.”
უცნაური რეალობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, წესები, რომლებიც ჩვევაში გადავიდა – ილუსტრაციები, რომლებიც გრაფიკულმა დიზაინერმა თოკო კოპალეიშვილმა შექმნა.
გაეცანი ნამუშევრებს #შენიშთაგონებისთვის:
-ჩემ შესახებ..
გამარჯობა, მე ვარ თოკო კოპალეიშვილი, თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი. პირველად ამ სფეროსთან შეხება 3 წლის წინ მქონდა, მას შემდეგ ვცდილობ მაქსიმალურად გავიღრმავო ცოდნა და გავეცნო ვიზუალური ხელოვნების თითოეულ მიმართულებას.
-ნამუშევრების შესახებ..
ჩანაფიქრი იყო შემექმნა პოსტერები, რომლებიც იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად აღსაქმელი,როგორც შინაარსობრივი კონტექსტით, ასევე ვიზუალურად.
-ჩემი შთაგონების წყარო..
პოსტერების ამ სერიაზე მუშაობისას, ჩემი შთაგონების წყარო იყო ერთ-ერთი საბჭოური პრინტი, რომლის ნახვის შემდეგაც გამიჩნდა სურვილი შემექმნა მისი განახლებული ვერსია ქართული დამწერლობით, სწორედ მას მოჰყვა სხვა დანარჩენი.
-სად ვეძებ შთაგონებას?
შთაგონების პოვნა ბევრ ადგილას შეიძლება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს მუსიკა, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიფიქრო და შევქმნა ახალი.
-სამუშაო პროცესი..
იდეის გაჩენის და დახვეწის შემდეგ, ჩემს გონებაში წარმოდგენილი ვიზუალი, ჩანახატის სახით, გადმოვიტანე ფურცელზე, საბოლოოდ კი ფერებითა და ფორმებით თამაშის შემდეგ შეიქმნა “რაღაც ქართული”.