fbpx

რა სხვაობაა UI და UX დიზაინს შორის?

თარიღი: 1 April, 2019

UI და UX დიზაინი არის ორი ყველაზე ხშირად დამაბნეველი და ერთმანეთთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ვებ და სააპლიკაციო დიზაინში. ისინი ხშირად ერთ ტერმინად გვევლინება, UI/UX დიზაინი, რადგან უჭირთ მათი კონცეპტუალურად განსხვავება.

რა არის UI დიზაინი?

სიტყვა UI იშიფრება როგორც “User Interface”. მომხმარებლის ინტერფეისი არის აპლიკაციის გრაფიკული სქემა. ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ და სურათებს, რომლებსაც აღვიქვამთ აპლიკაციის გამოყენებისას. ყველა სახის ვიზუალური ელემენტი და ანიმაციები არის დაკავშირებული UI დიზაინერთან.

რა არის UX დიზაინი?

სიტყვა UX არის”User Experience”. მომხმარებელთა გამოცდილება განსაზღვრება მათი ინტერაქციით. UX-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ აპლიკაციის ნავიგაცია იყოს ლოგიკურად დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ აპლიკაციასთან ინტერაქცია იყოს სასიამოვნო და მარტივად მოხმარებადი. მოკლედ რომ ვთქვათ, UX დიზაინერები არჩევანს აკეთებენ ინტერფეისის ფუნქციალურობაზე და სტრუქტურაზე.

იხილეთ ჩვენი კურსი UI/UX დიზაინთან დაკავშირებით და გაეცანით სილაბუსს აღნიშნულ ბმულზე:  http://digitaledu.ge/ui-ux/