fbpx
ინტერიერის დიზაინი

რა მნიშვნელობა აქვს სინათლეს ინტერიერის დიზაინში?

თარიღი: 15 October, 2020

როგორ ფიქრობ, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ინტერიერის დიზაინში? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მოძებნა რთული იქნება, რადგან ყველა კომპონენტი ერთიანობაში ქმნის ინტერიერს. თუმცა არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც განსაკუთრებულად აღქმადი და თვალშისაცემია, ერთ-ერთი ასეთი კომპონენტია სინათლე.

სინათლე ქმნის განწყობას და განსაზღვრავს ოთახის ზომას. კარგი დიზაინისთვის სინათლის ტიპის, ფერის და ინტენსივობის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სივრცე და სინათლე

woman sitting on white couch near window

სივრცის ილუზიას ქმნის სინათლე. თუ ინტერიერისთვის ადეკვატურ სინათლეს ვერ შეარჩევ ოთახი ჩაკეტილის, არამყუდროს შთაბეჭდილებას დატოვებს. არასათანადო სინათლით მოწყობილი ინტერიერი კიდევ უფრო ცუდ დიზაინს ქმნის მაგიდის, სკამის და სხვადასხვა ავეჯის დამატებისას.

მუქი, ბნელი ოთახისთვის ეცადე შეარჩიო ბუნებრივი სინათლე. კუთხის სანათები, კედელსა და ჭერზე ცენტრალურად ჩამოკიდებული შუქები ხელს უწყობს ოთახის გაბრწყინებას და ვიზუალურად უფრო დიდი სივრცის შექმნას. ეს წესი ერგება, როგორც სახლს ასევე საოფისე სივრცესაც.

ბუნებრივი განათება ოთახისთვის ყველაზე კარგი არჩევანია, რადგან ამ დროს სივრცე მეტი ჩანს და სიმყუდროვის განცდაც მეტია. ბუნებრივი სინათლის არეკვლით ოთახში ფერები ლამაზად ნაწილდება და თბილ, დადებით გარემოს ქმნის. თუ ოთახს რომელიმე მხარეს მზე უდგება მაშინ, მაქსიმალურად გამოიყენე ეს ფაქტი და დიდი ფანჯრები გააკეთე დიზაინში.

სინათლის ფერები

minimalist photography of open door

სინათლის ფერის შერჩევისას გაითვალისწინე, რომ მუქი ფერები ოთახს უფრო პატარა ზომისას აჩენს, ნათელი ფერები კი პირიქით, მეტი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნათელ ოთახს შედარებით მუქი, ხოლო მუქ ოთახს შედარებით ნათელი და თბილი ფერის სინათლე უნდა შეურჩიო.

თუ გსურს ოთახში კონკრეტული საგნებისა და ელემენტების გამოკვეთა, მაშინ მიმართულებით განათებაზე გააკეთე არჩევანი. მაგალითად, თუ ოთახში ლამაზი კიბე, თარო ან მცენარეა ადამიანების ყურადღებას კონკრეტულ საგანზე სწორედ ,,მიმართულებითი განათების” დახმარებით მიიქცევ.

woman sitting on chair infront of table

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება