fbpx
საქართველოს კაპიტალის ლოგო

რა ისტორია იმალება ,,საქართველოს კაპიტალის” ლოგოს უკან?

თარიღი: 30 July, 2020

,,Georgia Capital” არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. ,,საქართველოს კაპიტალი” უცხოეთში მოძიებულ ინვესტიციებს ქართულ ბიზნესში დებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დარგების განვითარებას. ლოგო კომპანიის საქმიანობას ირიბად გადმოსცემს და საკმაოდ საინტერესო ისტორიას მალავს.

გაიგე, რა ისტორია იმალება საქართველოს კაპიტალის ლოგოს უკან:

რატომ ლომი წრიული ფორმით?

Georgia Capital-ის აუდიტორია, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც არიან, სწორედ ამიტომ, კომპანიის სიმბოლო ორივე აუდიტორიისთვის თანაბრად აღქმადი და საინტერესო უნდა ყოფილიყო. ქართველი ხალხისთვის დასამახსოვრებელი, ხოლო უცხოელებისთვის ისტორიის, კულტურის და შესაძლებლობების გამომხატველი.

ლოგოს დიზაინის მოფიქრების პროცესში კომპანიისთვის სწორედ ეს ფაქტორი გახდა ამოსავალი წერტილი. საქართველოს კაპიტალის ლოგოტიპის მოტივად კოლხური თეთრის ტეტრადრაქმაა გამოყენებული. ეს არის ძვ. . VI-III საუკუნეებში მოჭრილი ფულის მონეტა, რომელიც საქართველოში გამოყენებული ფულის ერთერთი პირველი ექსპონატია.

კომპანიამ საკუთარი ლოგო ისტორიასთან დააკავშირა. კოლხური თეთრის ტეტრადრაქმა იშვიათი შესრულების ტექნიკით გამოირჩევა, ის ქართული ნუმიზმატკის უნიკალური ძეგლია. კომპანიამ ნამდვილად კარგი მიგნება გააკეთა, რადგან ლოგოტიპში პირველი ქართული ფულის გამოყენება ზუსტად გამოხატავს საქართველოს კაპიტალისსაქმიანობას.

რაც შეეხება ლომს, ცალკე თუ განვიხილავთ ლომს, ლომი  სიამაყის, პირველობის, გამბედაობის სიმბოლოა, რაც კომპანიის სულისკვეთებასთან ახლოს დგას.

რატომ მწვანე ფონი ყვითელი ასოებით?

ფერების ფსიქოლოგიის მიხედვით მწვანე განვითარებასთან, ხარისხთან, სიმშვიდესთან ასოცირდება, ხოლო ყვითელი ოპტიმიზმთან. ფერების მნიშვნელობის გათვალისწინებით კომპანია საიმედოობასთან და განვითარებასთან ასოცირდება. საქართველოს კაპიტალის მიზანიც სწორედ ეს არის, მას სურს ქართული ბიზნესის განვითარება.

ლოგოს იდეა-ნონო ანთაძე

ტიპოგრაფია-აკაკი რაზმაძე

განახლებული ლოგო-თაკო ჭაბუკიანი

#ქართულილოგო

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება