fbpx
საქართველოს ბანკის ლოგოს ისტორია

რა ისტორია იმალება საქართველოს ბანკის ლოგოს უკან?

თარიღი: 23 July, 2020

,,იმოქმედე, არ გაჩერდე!”, სიტყვა მოქმედებაზე შენი ასოციაცია ალბათ ავტომატურად საქართველოს ბანკისკენ მიდის. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია საქართველოს ბანკის კამპანიები, რეკლამები, შეთავაზებები, თუმცა ყველამ არ იცის რა ისტორია იმალება ბანკის ლოგოს უკან.

აღმოაჩინე ისტორია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს ბანკის ლოგოს:

რატომ ლომი?

არ გაგჩენია კითხვა, რატომ არის საქართველოს ბანკის ლოგოში ლომის სიმბოლო? ლომი ცხოველთა მეფეა, იგი ძალის, გაბედულობისა და სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს, ანუ ეს ცხოველი ყველა იმ თვისების მატარებელია, რომელიც საქართველოს ბანკთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ლომის შერჩევა, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტს არ განუპირობებია ეს გადაწყვეტილება.

როგორც დიდი ისტორიის მქონე ბანკი, საქართველოს ბანკი ვიზუალურ სიმბოლოდ ე.წ. ალაზნის ველის მიდამოებში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების რეპროდუქციას იყენებს. ,,ალაზნის ველის ლომი” დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით და ქართული ლომის ყველაზე ძირძველ გამოსახულებას წარმოადგენს. ეს საგანძური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

რატომ ნარინჯისფერი სულისკვეთება?

ნარინჯისფერი არის წითელი და ყვითელი ფერის ნაზავი. თავის მხრივ წითელი ფერი ასოცირდება ენერგიასთან, ხოლო ყვითელი ბედნიერებასთან. ამ ორი ფერის ნაზავი ასხივებს ბედნიერების ენერგიას, რომლითაც ბანკი ივსება და სხვებსაც გადასცემს ან გრძნობას.

თავის მხრივ, ცალკე აღებული ნარინჯისფერი შემოქმედებითი აზროვნებისა და სიახლის ძიების სიმბოლოს წარმოადგენს. ითვლება, რომ ნარინჯისფერი არის საუკეთესო სტიმულატორი, რომელიც ზრდის საკუთარი თავისადმი რწმენას, თავისუფლების შეგრძნებასა და ემოციების გამოხატვის სურვილს.

საქართველოს ბანკისთვის ნარინჯისფერი არის: ბედნიერება, სითბო, ენერგია, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, შემოქმედება, მოტივაცია, მგრძნობელობა, აღფრთოვანება, ძალა, გაბედულობა, მიზნების მიღწევა, ცნობადობა, ჰარმონია, ბალანსი და, რაც მთავარია, სიყვარული.

რატომ სლოგანი ,,იგრძენი მომავალი”?

ბანკის ძველი სლოგანი იყო ,,იგრძენი მომავალი” , ეს არჩევანი შემთხვევით არ გაკეთებულა. მომავალს ყველა ინდივიდუალურად ხედავს, მიუხედავად ამისა, მომავალი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის მიზანიც სწორედ ესაა, მისი არსებობა ეს არის მომხმარებლის მომავლისთვის შემზადება, როგორც ფინანსურად, რაციონალურად, ემოციურად, ისე სოციალურად. ამჯერად საქართველოს ბანკი სლოგანის სახით იყენებს ცნობილი კამპანიის მთავარ მესიჯს ,,იმოქმედე, არ გაჩერდე!”.

#ქართულილოგო

ცხოვრება არის ზმნა – საქართველოს ბანკის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც მოძრაობისკენ მოგვიწოდებს

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება