fbpx
ბარამბო

რა ისტორია იმალება ბარამბოს ლოგოს უკან?

თარიღი: 9 July, 2020

ყოველდღიურად უამრვ ლოგოს ვხედავთ, მიუხედავად ამისა არვიცით თითოეული ლოგო რა მინიშნებას, შინაარს მალავს. ლოგოს შექმნისას დიზაინის განსაზღვრას, ფერების შერჩევას, ფიგურას, ტიპოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ელემენტს საკუთარი შინაარსი აქვს, რომელიც საბოლოოდ ერთ ლოგოში ერთიანდება. საინტერესოა რა მინიშნებას  მალავენ ქართული ლოგოები.

გაიგე რა მინიშნებას მალავს ,,ბარამბოს” ლოგო:

რატომ სახელი ,,ბარამბო”?

როდესაც სახელი ,,ბარამბო”  გვესმის ჩვენთვის ეს ავტომატურად ტკბილეულთან, შოკოლადთან ასოცირდება, აღარ ვფიქრობ ფერებზე, იმ მინიშნებებზე, რომელსაც ლოგო შეიცავს. თუმცა რეალურად უამრავ მინიშნებას ვტოვებთ. ლოგო იტალიურმა კომპანიამ “aRC’S“-მა დაამზადა და თითოეულ კომპონენტში, შესაბამისი მინიშნება ჩადო. რატომ სახელი ბარამბო? ,,ბარამბო” ყველასთვის მცენარესთან ასოცირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა აქვს.  ,,ბარამბო” სულხა-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით “ფუტკართ მოლს” ნიშნავს, ,,ფუტკართ მოლი” ეს არის ადგილი, სადაც ფუტკრები თაფლის გასაკეთებლად მუშაობენ. თავის მხრივ ფუტკარი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. სწორედ ამ ყველაფრის გაერთიანებით კომპანიამ ამ სახელის შერჩევა გადაწყვიტა.

რატომ ყვითელი?

რაც შეეხება ყვითელ ფერს, ფერების ფსიქოლოგიის მიხედვით ყვითელი ფერი პოზიტივთან, სითბოსთან, ოპტიმიზმთან და კრეატივთან ასოცირდება. დიზაინერებმა ლოგოსთვის ფერის შერჩევისას ეს მნიშვნელობებიც გაითვალისწინეს, თუმცა ყველაზე მეტად ყვითელი ფერის შერჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ეს ფერი სიტკბოსთან, ფუტკართან ასოცირდება. სწორედ ამიტომაა კომპანიის კორპორატიული ფერი ყვითელი.

რატომ სახელი და არა უბრალოდ სიმბოლო?

ლოგოს შექმნისას სიმარტივე ყოველთვის კარგი არჩევანია. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან კომპანია დამწყები იყო ბაზარზე, სწორი არჩევანი გაკეთდა და კომპანიის სახელი გამოყენებული იქნა ლოგო დიზაინის შექმნისას. ამ ხერხით უფრო მარტივად დაამახსოვრდა მომხმარებელს კომპანიაც და სახელიც. არჩევანი დახვეწილ, ვინტაჟური სტილის ფონტზე გაკეთდა, რადგან ამით შესაბამისი ასოციაცია გაჩნდეს მომხმარებელში.

Barambo • ბარამბო on Twitter: "💛👌🍨ფერადი ...

#ქართულილოგო

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება