fbpx
ავერსის ლოგოს ისტორია

რა ისტორია იმალება ავერსის ლოგოს უკან?

თარიღი: 16 July, 2020

ჩვენი თვალი ყოველდღიურად უამრავ ლოგოს აღიქვამს, მიუხედავად ამისა არ ვიცით ლოგოები რა მინიშნებას, ინფორმაციას მალავენ. ლოგოს შექმნისას დიზაინის განსაზღვრას, ფერების შერჩევას, ფიგურას, ტიპოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ელემენტს თავისი შინაარსი აქვს, რომელიც საბოლოოდ ერთ კონცეფციაში ერთიანდება. საინტერესოა რა მინიშნებას მალავენ ქართული ლოგოები.

გაიგე, რა ისტორია იმალება ,,ავერსის” ლოგოს უკან:

რატომ სახელი ,,ავერსი”?

სიტყვა ,,ავერსის” გაგონებაზე ჩვენ ავტომატურად სამედიცინო სფეროსთან გვაქვს ასოციაცია, ეს ბუნებრივიცაა, თუმცა რეალურად ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა აქვს. ,,ავერსი”  ლათინური სიტყვაა და წინსვლას, მაღლასვლას, უწყვეტ განვითარებას ნიშნავს. სახელი ,,ავერსიც” სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ კომპანია განვითარებასთან და მუდმივ წინსვლასთან ყოფილიყო ასოცირებული.

რა მნიშვნელობას მალავს ლოგოში გული და მტრედი?

„გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“-სწორედ ამ სლოგანს ეხმიანება „ავერსის“ ლოგოტიპიც – წითელი გული, რომელზეც გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოთი. ლოგოში გული გამოხატავს ადამიანის მთავარი ორგანოს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოს.

მტრედი ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან მიიჩნევა მშვიდობის სიმბოლოდ, ხოლო ზეთისხილის რტო, სიუხვის, კეთილდღეობის, ნაყოფიერების გამომხატველია.ყველა ამ მნიშვნელობას სრულყოფილად იტევს „ავერსის“ ლოგო, კომპანიის მიზანიც სწორედ არის ის, რომ თავისი საქმიანობით სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოუტანოს ადამიანებს.

რატომ წითელი და თეთრი?

წითელი ფერი სიცოცხლესთან, მოტივაციასთან ასოცირდება, ხოლო თეთრი სტაბილურობის განცდას აჩენს. წითლისა და თეთრის სიმბოლიკას ისტორიული მნიშვნელობები აქვს. ამ ფერებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ომების ეპოქაში, იყენებდნენ ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების რაინდული ორდენები, რომლებიც ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, უსახლკაროებსა და ობლებზე, იცავდნენ მორწმუნეთა უსაფრთხოებას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიომ, სწორედ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით გაიცნო. უძველეს კულტურებში წითელი სიბრძნესა და სასიცოცხლო ენერგიას განასახიერებდა, თეთრი კი სიწმინდესა და კეთილშობილებას.

#ქართულილოგო

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება