fbpx
ტიპოგრაფიის ფსიქოლოგია

რა გავლენას ახდენს ტიპოგრაფია შენზე?

თარიღი: 20 July, 2020

ფერი, ფორმა, სივრცე, ზომა, გამოსახულება, შენს ფსიქოლოგიაზე განსხვავებულად მოქმედებს. რა გამოიწვევს შენში დადებით ემოციას, როგორი დამოკიდებულება გაგიჩნდება კონკრეტული საგნისადმი ეს ყველაფერი დიზაინის თითოეულ ელემენტზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ტიპოგრაფია ჩვენს ფსიქოლოგიაზე? ამის გასაგებად სტატიის წაკითხვა უნდა გააგრძელო.

ფონტს შენში ნდობის გაჩენა შეუძლიაinformation kiosk

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ასეა. ადამიანის ნდობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ტიპოგრაფიაც. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო იჯერებენ და სარწმუნოდ მიიჩნევენ იმ ინფომრაციას, რომელიც “Baskerville”-ის ფონტით არის დაწერილი. რატომ? იმიტომ, რომ ეს ფონტი უფრო ოფიციალური და ფორმალურია, შესაბამისად მისი გამოყენებით დაწერილი ინფორმაციაც უფრო სერიოზულად აღიქმება, ვიდრე “Georgia”, “Computer Modern”, “Helvetica”, “Comic Sans” და “Trebuchet” ფონტების შემთხვევაში.

ფონტი გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენს გავლენასpurple petaled flower on table with table napkins

ალბათ გინახავს განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის მქონე მენიუ რესტორანში ან პირიქით ჩვეულებრივი და მარტივი, საინტერესოა რა განცდა გაგიჩნდა ამ დროს. კვლევის თანახმად, თუ რესტორნის მენიუ უფრო დახვეწილი, მხიარული შრიფტით არის დაწერილი მომხმარებელს ჰგონია, რომ შეფი საკუთარი საქმის პროფესიონალი და კრეატიული ადამიანია, ხოლო თუ მენიუსთვის მარტივი, არაფრით გამორჩეული ფონტია გამოყენებული, მომხმარებელს საპირისპირო მოლოდინი უჩნდებათ. ადამიანებიც უპირატესობას ყოველთვის იმას ანიჭებენ, რის მიმართაც დადებითი მოლოდინი აქვთ.

ფონტი განსაზღვრავს საქმისადმი მიდგომასwoman in black long sleeve shirt using macbook

კვლევის თანახმად, თუ დავალების მიცემის დროს ,,მხიარული” და არაოფიციალური ფონტი გამოიყენე ადამიანი ამ დავალებას ნაკლებად სტრესულად და უფრო თავისუფლად შეხვდება. თუ დედლაინს აწესებს კონკრეტული დავალებისთვის და გინდა, რომ სიტუაცია განმუხტო, არაოფიციალური და კრეატიული ფონტის შერჩევა საკმაოდ ეფექტურია.

ფონტები ბრენდებისთვის

“Sans serif”

pair of black-and-white Nike athletic shoes

ბრენდები ლოგო დიზაინისათვის ფონტის შერჩევას დიდ ყურადღებას და დროს უთმობენ. მაგალითად, ფონტი “Sans serif”ასოცირებულია თანამედროვეობასთან და კონკრეტული მოქმედების განხორციელებასთან. ცნობილი ბრენდების ლოგოებიდან უამრავს შეხვდებით ამ ფონტით, მათ შორის: Nike, Chanel, Microsoft და სხვა.

 “Script”

close-up photography of red and white Coca-Cola trailer

ფონტი “Script”-ს ხელნაწერი ასოების ვიზუალი აქვს. ეს ფონტი ყოველთვის ასოცირდება კრეატივთან, ელეგანტურობასთან, რაიმე ახალთან და განსხვავებულთან. სწორედ ამ ფონტით შეიქმნა კოკა-კოლას, ინსტაგრამის ლოგოები.

თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დიზაინი საბოლოო სახეს სწორედ სხვადასხვა მცირე ელემენტთა ერთობლიობით იღებს. ასე, რომ ყურადღება მიაქციე, რომელი ფონტი, როგორ დამოკიდებულებას აჩენს შენში და ეს გამოცდილება მუშაობის პროცესში გამოიყენე.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება