fbpx
ფილმის პოსტერები

რა გავლენას ახდენს ფილმის პოსტერი შენს არჩევანზე?

თარიღი: 17 September, 2020

წარმოიდგინე სიტუაცია…

პირობითად, დღეს არის შაბათი საღამო და გადაწყვიტე უყურო ფილმს, ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ ფილმზე გააკეთებ არჩევანს, შედიხარ ვებ-გვერდზე და უთითებ სასურველ ჟანრს, როგორ ფიქრობ, რის მიხედვით მიიღებ გადაწყვეტილებას?-ალბათ მეტყვი, რომ მსახიობების ან რეიტინგის მიხედვით. რეალურად კი შენს არჩევანზე უდიდესი გავლენას ახდენს ფილმის პოსტერი. თუ პოსტერი ვერ მიიქცევს შენს ყურადღებას, მაშინ აღარ შეხედავ არც მსახიობებს და არც რეიტინგს.

არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ფილმის პოსტერის შექმნისას:

პოსტერი უნდა ასახავდეს შინაარსს

Harry Potter und die Heiligtümer des Todes Teil 2 Poster: Filmplakat | Kujumi

ფილმის პოსტერი უნდა ამძაფრებდეს ინტერესს, უნდა ასახავდეს სიუჟეტს და შინაარსს. ამისათვის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია მთავარი პერსონაჟები ჩვენება ისეთი ფორმით, რომ მაყურებელს შესაბამისი შთაბეჭდილება დარჩეს.

ჰარი პოტერის ბოლო ნაწილის პოსტერი ამის ერთ-ერთი მაგალითია. კონფლიქტი ორ მხარეს – სიკეთესა და ბოროტებას,
ჰარის და ვოლდემორტს შორის, ეს არის ფილმის დომინანტი თემა, რაც პოსტერზე ნათლად არის ასახული.

მნიშვნელოვანია სურათის სწორად შერჩევა

Top Ten Scary Movies To Watch This Halloween | Scary movies to watch, Scary movies, Full movies online free

როგორი სურათი უნდა შეარჩიო ფილმის პოსტერისთვის? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი ხერხის მიხედვით შეგიძლია აიღო ფილმის კონკრეტული ეპიზოდი და ის აქციო პოსტერის ნაწილად ან აიღო ერთი კონკრეტული საგანი ან ნიშანი, რომელიც ფილმის შინაარსთან იქნება ასოცირებული.

მაგალითად, ფილმი ,,It”-ის პოსტერზე მთავარი აქცენტი წითელ ბუშტზე და პატარა ბავშვზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი Pennywise-ია, პოსტერზე მხოლოდ მისი ხელი ჩანს. სურათზე შექმნილი ატმოსფერო შინაარსზე უკვე სწორ შთაბეჭდილებას გვიქმნის.

ფერების არჩევანი

Scarlett Johansson Lucy | Pôsteres de filmes, Lucy filme, Cartazes de filmes

კონტრასტული ფერების გამოყენებით შენ მარტივად მიიპყრობ მაყურებლის ყურადღებას, თუ ფილმი საშინელებათა ჟანრის, სათავგადასავლო ან ფენტეზია კონტრასტული ფერების არჩევანი ძალიან კარგია. მელოდრამა, კომედია და სხვა ჟანრის ფილმებს კი უფრო დაბალანსებული ფერთა პალიტრა მოუხდება.

მაგალითად, ფილმი ,,Lucy” –ის პოსტერზე არ ჩანს თბილი ფერები, ნაცრისფერი დომინანტი ფერია. აქ სწორედ ფერთა პალიტრით გაესვა ხაზი ფილმის სიუჟეტს.

ტექსტი, ტიპოგრაფია

Ladda ner HD] WaTCH The Room (2019) Hela filmen | by Ofewislittle | Sep, 2020 | Medium

ფილმის სათაურისა და ფრაზებისთვის საჭიროა სწორი ტიპოგრაფიის შერჩევა. შენ უნდა დარწმუნდე, რომ ფილმის სლოგანისა და სათაურისათვის სწორი ფონტი, ზომა და ფორმები შეარჩიე. გაითვალისწინე ჟანრი, იდეა და ის შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელს უნდა დარჩეს.

მაგალითად, ფილმი ,,Room”-ის პოსტერზე ტიპოგრაფიაში ასოები სწორედ ოთახის ინსპირაციითაა შექმნილი.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება