fbpx
რა არის სონიკ ბრენდინგი?

რა არის სონიკ ბრენდინგი?

თარიღი: 17 July, 2020

არ გიფიქრია რატომ აქვს ყველა მობილურს განსხვავებული ზარი? ან ყველა შეტყობინებას საკუთარი ხმა? Apple, Samsung-ი უამრავ თანხებს ხარჯავენ იმისათვის, რომ შექმნან ხმა, რომელიც მათ ბრენდთან იქნება ასოცირებული, სწორედ ეს არის სონიკ ბრენდინგიც.

ხუთ ძირითად გრძნობას შორის ერთ-ერთი მთავარია სმენა, თითოეული ბგერა, რომელიც გესმის განსხვავებულად მოქმედებს შენ ტვინსა და ფსიქოლოგიაზე. ადამიანებში უფრო ღრმა ემოციების გამოსაწვევად აუცილებელია ,,სმენითი ფსიქოლოგიის” გამოყენება.

woman standing watching LED light musical instrument

მაინც რა არის სონიკ ბრენდინგი?

სონიკ ბრენდინგი ეს არის სტრატეგია, რომლის დროსაც კომპანიები კონკრეტულ ხმას იყენებენ მომხმარებელში საკუთარი ცნობადობის გასაზრდელად.

ყოველ ჯერზე, როდესაც კომპიუტერს რთავ Microsoft Windows-ს ხმით გხვდება, PlayStation-ი ჩართვისას შესაბამის მუსიკას გაიგებ. სონიკ ბრენდინგის დროს მუსიკის მცირე ნაწილილს იყენებენ, რათა გამოხატონ კონკრეტული ბრენდის ღირებულება. თუ ერთხელ მაინც გაიგებ ლოგოსთან ერთად მუსიკას, მეორედ მოსმენისას ის შენთვის უკვე ნაცნობი და ამ ბრენდთან ასოცირებული გახდება.

სონიკ ბრენდინგი ფილმებში

ფილმის ჩართვიდან მის დაწყებამდე ყოველთვის პატარა შუალედია, ეს არის მომენტი როდესაც ჩნდება კონკრეტული კომპანიის ლოგო მუსიკასთან ერთად.

მაგალითად, ,,20th Century Fox”-ის ყველა ფილმი, შესავალი მუსიკა აღვიძებს ემოციებს, თითქოს და გამზადებთ, რაიმე საინტერესოს სანახავად.

სონიკ ბრენდინგი-სწრაფი კვება

,,აი, რა მიყვარს.”-ეს სლოგანი და მუსიკა ერთად შენთვის ნაცნობი კომბინაცია იქნება. ინტერნეტში, ტელევიზორში, საიტზე, ყველგან, როდესაც McDonald’s რეკლამა ჩნდება, მას თან ახლავს ძალიან მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი მელოდია.

კოკა-კოლამ, საკუთარი ბგერის შერჩევისას პროდუქტის მთავარი ღირებულებით ისარგებლა. ეს არის ყინულებისა და პროდუქტის გახსნის ხმა ერთად. ბრენდის მთავარი ღირებულებაც, ხომ სწორედ ეს არის სიცხეში ცივი და გემრიელი სასმელი, რომლის გახსნაც ბედნიერებასთან ასოცირდება.

ადამიანის ხუთი გრძნობის სწორად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გინდა, რომ მომხმარებელმა შენი ბრენდი დაიმახსოვროს, ის ერთდროულად უნდა ხედავდეს და უსმენდეს ბრენდს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება