fbpx
product placement

რა არის Product Placement?

თარიღი: 8 October, 2020

ფილმების ყურებისას ხშირად აღმოაჩენ შენს საყვარელ მსახიობს, რომელიც სვამს კოკა-კოლას, ატარებს ცნობილი ბრენდის ჩანთას ან იყენებს Apple-ის პროდუქციას. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შენს საყვარელ ფილმსა და მსახიობს კომპანიები თავის სასრგებლოდ იყენებენ. სხვა დროს თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები იცოდე, რომ საქმე Product Placement-თან გაქვს.

გაიგე რა არის Product Placement-ი და როგორ მუშაობს იგი:

რა არის Product Placement?

Coca-Cola Classic Can in Friends Season 3 Episode 22 "The One With the Screamer" (1997)

Product placement რეკლამის ერთ-ერთი სახეა. Product placement-ს კომპანიები მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ ბრენდირებული პროდუქტი ფართო აუდიტორიას გააცნონ. რეკლამის ამ სახეობას ძირითადად შეხვდები ფილმებში, სერიალებში, სატელევიზიო შოუებში, პირდაპირ ეთერში, ვიდეო ბლოგებში და ა.შ.

როგორ მუშაობს იგი?

$45m for a Heineken shot: the big business of product placement on screen

Product placement-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტზე დადებითი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუჩნდეს. მისი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ კონკრეტულ პროდუქტს ბუნებრივად უკეთებენ რეკლამას, თითქოსდა ფილმის პერსონაჟი ან გადაცემის წამყვანი ამ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას.

მომხმარებლები აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ეს კადრი პროდუქტის რეკლამირებას ეხება, მიუხედავად ამისა, მათ მაინც სხვანაირად მოსწონთ James Bond-ის მიერ დალეული ნატურალური წვენი ან Meryl Streep-ის მიერ მორგებული ტუჩსაცხი. ეს არის ფსიქოლოგია, გავლენა ადამიანის ემოციურ ფაქტორებზე, ამ დროს ჩვენდაუნებურად გავლენის ქვეშ ვექცევით.

Product placement approved for TV shows | News | TV News | What's on TV

დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა Product Placement-ი. მაგალითად, ნაცადი ხერხია როდესაც ფილმში ან გადაცემაში მალავენ პროდუქტის სახელს, თუმცა მისი შეფუთვიდან, ფორმიდან და ფერებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს კოკა-კოლაა, ეს ხერხი კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებელზე. რა დროც არ უნდა გავიდეს, რეკლამის ეს სახე ყოველთვის აქტუალური იქნება, რადგან ადამიანებს უყვართ როდესაც შემთხვევით, რაღაც საინტერესო დეტალს აღმოაჩენენ.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება