რა არის MULT? – ინტერვიუ ბაჩო ბარნაბიშვილთან

თარიღი: 2 July, 2019

თუ დაგღალათ ბარათებით სავსე საფულემ, გქონიათ შემთხვევა ბარათის დაკარგვის ან სახლში დარჩენის, ქართული აპლიკაცია Mult-ი საშუალებას მოგცემთ ყველა ბარათი ელექტრონულ საფულეში შეინახოთ.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის UI/UX დიზაინის ლექტორი ბაჩო ბარნაბიშვილი გვესაუბრა აპლიკაცია Mult-ის შესახებ.

– როგორ გაჩნდა Mult-ის შექმნის იდეა და ვინ იმუშავა იდეის კონცეფციაზე?

იდეის კონცეფციაზე მუშაობა გიორგი ქანანაშვილმა დაიწყო. მიზანი საქართველოში შოპინგის იქსფირიენსის გაუმჯობესება და გამარტივება იყო. ჩვენი მთავარი სურვილი იყო დავეხმარებოდით მომხმარებლებს ფულის დაზოგვაში და ფიზიკური საფულის ელექტრონული საფულით ჩანაცვლებაში. მე ჩავერთე უშუალოდ აპლიკაციის შექმნის პროცესში და საბოლოოდ მივიღეთ კომპანია Mult-ი, რომელიც ყველა დაგროვებით და ფასდაკლების ბარათს ერთ სივრცეში აერთიანებს.

მულტი

 

– რა არის Mult -ის მიზანი?

აპლიკაციის მიზანია მომხმარებელმა ინტეგრაცია მოახდინოს ელექტრონულ საფულესთან და რეალური საფულე შეცვალოს Mult-ით. ამ ეტაპზე ჩვენს კატალოგში 50-მდე კომპანიის ბარათია დამატებული, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობას ვაძლევთ შექმნან თავიანთი ინდივიდუალური ბარათი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS-ზე (https://apple.co/2IOilg0) და Android-ზე (https://bit.ly/2Ffrop0).

მულტი

 

-რა ალგორითმს ითვალისწინებს აპლიკაციის მუშაობის პრიციპი და რის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებს სწორად მივაწოდოთ იქსფირიენსი. მათთვის კომფორტული და მარტივად გასაგები იყოს აპლიკაციის ინტერფეისი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკვირდეთ მომხმარებლების ქცევას, მოვუსმინოთ მათ მოთხოვნებს და ამის მიხედვით გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი.

🔁 შეცვალე საფულე Mult-ით ♥️👇 გადმოწერე ახლავე:🚀 Android: https://bit.ly/2Ffrop0🚀 iOS: https://apple.co/2IOilg0

Posted by Mult on სამშაბათი, 25 ივნისი, 2019

 

– რა ეტაპზეა ეხლა Mult და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

კომპანიამ მუშაობა საქართველოში დაიწყო, შემდეგი ნაბიჯები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირების დასაწყისი იქნება. უახლოესი სამომავლო გეგმები გულისხმობს აპლიკაციას გრანდიოზულ აფდეითს და ასევე რამდენიმე ახალი ფუნქციონალის დამატებას, როგორებიც არის: ფასდაკლების ვაუჩერების ყველაზე დიდი ბაზა და შოპინგ ნიუსების კარგად ორგანიზებული თაიმლაინი.

ერევანი