fbpx
რა არის გრაფიკული დიზაინი?

რა არის გრაფიკული დიზაინი?

თარიღი: 23 December, 2021

გრაფიკული დიზაინი ეს არის შესაძლებლობა შექმნა მიმზიდველი ვიზუალის მქონე პროდუქტი და მარტივად გაყიდო ის. გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა, რომელიც მომხმარებლამდე გარკვეული მესიჯის მიტანას ისახავს მიზნად, შესაბამისად ამ პროფესიის ადამიანები, ვიზუალური კომუნიკატორები არიან.

ჩვენ დღის განმავლობაში უამრავ გრაფიკული დიზაინის ნამუშევარს ვხედავთ, იქნება ეს ილუსტრაცია, ტექსტი, სურათი, თუ ლოგო. გრაფიკული დიზაინი შეიცავს ისეთ ელემენტებს როგორებიცაა: ფერი, ფორმა, სივრცე, ტექსტურა, ტიპოგრაფია და ბალანსი. მათი ერთობლიობა ქმნის დასრულებულ ნამუშევარს, რომელიც გარკვეულ იდეას ატარებს.

ფერი

ფერი ალბათ დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მას შეუძლია ნამუშევარს ხასიათი მიანიჭოს. ფერების სწორი გამოყენება, დიზაინერს აძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის ემოციებზე და განწყობებზე ითამაშოს.

ფორმა

რა არის გრაფიკული დიზინი ?

ისევე, როგორც ფერები, სხვადასხვა ფორმის ფიგურები სხვადასხვა ხასიათთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, დიზაინში მათი გამოყენებისას მნიშვნელოვანია სწორად მოვარგოთ ბრენდს.

სივრცე

რა არის გრაფიკული დიზინი ?

იმისთვის, რომ მნახველის თვალი არ გადაიღალოს, საჭიროა სწორად დავიცვათ ბალანსი ფიგურებს შორის, ზედმეტად არ გადავტვირთოთ ნამუშევარი და დავტოვოთ ცარიელი სივრცე.

ტიპოგრაფია

რა არის გრაფიკული დიზინი ?

ტიპოგრაფიის შერჩევისას, დიზაინერმა უნდა შექმნას ერთგვარი კავშირი ტექსტის შინაარსსა და ვიზუალს შორის. ტიპოგრაფიამ უნდა დაარწმუნოს მომხმარებელი სიტყვების მართებულობაში, უნდა გაიმეოროს და წარმოაჩინოს ბრენდის ხასიათი, მისია და მიზანი.

გრაფიკული დიზაინი მარკეტინგში

რა არის გრაფიკული დიზინი ?

დიზაინის გამოყენება მარკეტინგში, პროდუქტის გაყიდვას ისახავს მიზნად. მაგალითად: პოსტერი, ბილბორდი, კატალოგები, ციფრული რეკლამა, ვიდეო რგოლები და ა.შ. სწორედ მომხმარებლის დაინტერესებაზეა ორიენტირებული.

ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ცდილობენ შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, დააკვირდნენ, თუ რა მოსწონთ მათ და შესაბამისად ესაუბრონ სამიზნე აუდიტორიას.

ვებ დიზაინი

რა არის გრაფიკული დიზინი ?

ვებ დიზაინერის მთავარი ამოცანაა შეისწავლოს მომხმარებლის ქცევა სხვადასხვა ვებგვერდების სტუმრობისას და დიზაინიც მისი მოთხოვნების შესაბამისად, მარტივი და მოხერხებული გახადოს. ვებ დიზაინერები ცდილობენ გააერთიანონ მრავალი ვიზუალური ელემენტი, რათა მნახველისთვის კონკრეტული ვებ გვერდი კომფორტულ ადგილად აქციოს.

შეფუთვის დიზაინი

რა არის გრაფიკული დიზინი ?

ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის შეფუთვა უბიძგებს მისი შეძენისკენ. შეფუთვის დიზაინერის ამოცანაა, კარგად ერკვეოდეს ბეჭდვის პროცესში, იცოდეს, თუ რა იზიდავს მომხმარებლის თვალს და შესაბამისად შეფუთოს ნებისმიერი პროდუქტი.