fbpx
გრაფიკული დიზაინი

რა არის ემოციური დიზაინი?

თარიღი: 18 September, 2020

,,ყველაფერს შეუძლია ემოციის გამოწვევა”-ეს არის ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ თქვეს. მართლაც, რომ ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს ემოცია ადამიანში, მთავარია შენ, როგორ შეფუთავ კონკრეტულ პროდუქტს. არსებობს ტერმინი ,,ემოციური დიზაინი”, რაც გულისხმობს დიზაინის პრინციპების ისე გამოყენებას, რომ საბოლოო შედეგმა მომხმარებელში კონკრეტული ემოცია გააღვიძოს.

როგორ ცდილობენ დიზაინერები ემოციური დიზაინის შექმნას?

person showing green and black eyelid closeup photography

ემოციური დიზაინის შექმნას თავისი ეტაპები აქვს, რომლის იდეაც Don Norman-ს ეკუთვნის.

Visceral

ეს ეტაპი მოიცავს მომხმარებლის ყველაზე სწრაფ და პირველ შთაბეჭდილებას დიზაინის შესახებ. პირობითად, ქმნი დიზაინს, რომელზეც ვებ-გვერდის არეული ინტერფეისია გამოსახული, ამით ცდილობ მომხმარებელს უთხრა, რომ ვებ-გვერდის დალაგებას ბრენდის მომსახურებით მარტივად შეძლებ. მომხმარებელს რა ემოცია უჩნდება პირველი არეული ინტერფეისის დანახვისას?-ალბათ სურვილი, რომ ეს დიზაინი დალაგდეს.

Behavioral

ამ ეტაპზე, მომხმარებელი აანალიზებს რამდენად დაეხმარება შენი სერვისი მიზნების მიღწევაში. დიზაინის დახმარებით მათ კმაყოფილება უნდა იგრძნონ, უნდა მიხვდნენ, რომ მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალურ შედეგს მიიღებენ.

Reflective

ამ ეტაპზე მომხმარებელი ცივი გონებით აფასებს სერვისი ღირებულებას, ბენეფიტებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. თუ პირველი ორი ეტაპის შემდეგ მომხმარებელს დადებითი ემოცია დარჩა, დიდი ალბათობით ის ამ ეტაპითაც კმაყოფილი დარჩება.

რამდენიმე ხერხი ემოციური დიზაინის შესაქმნელად..

დიზაინი და ემოცია

ემოციური დიზაინს, რომ მიაღწიო პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო UX ფაქტორი, ანუ მომხმარებლის გამოცდილება.

1.ნამუშევარი უნდა იყოს იდენტიფიცირებადი, ამისათვის შეგიძლია გამოიყენო: სახე, კონკრეტული სიმბოლო, ცხოველი, ის რაც შენს ინდუსტრიასთან ან ორგანიზაციასთან ასოცირდება;

2.გამოიყენე ფერების ფსიქოლოგია;

3.ინსპირაციული ქოფი: ,,შენ აქ ხარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დღე უკეთესი იქნება!”

4.გამოიყენე იუმორი. ვიზუალი, რომელშიც იუმორია მარტივადვე იწვევს დადებით ემოციას მომხმარებელში.

რა პროდუქტსაც არ უნდა ყიდდე, გახსოვდეს იყავი მეგობრული, უშუალო და მაქსიმალურად აჩვენე შენი ინდივიდუალიზმი დიზაინის დახმარებით. ჯერ შენ, როგორც დიზაინერმა უნდა გაიაზრო რა არის შენი ბრენდის მთავარი ღირებულება, იმისათვის, რომ სხვების დარწმუნება შეძლო ამაში.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება