fbpx
ქეთი შალუტაშვილი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ-ქეთი შალუტაშვილი

თარიღი: 28 July, 2020

-ჩემ შესახებ…

მე ვარ ქეთი შალუტაშვილი 19 წლის. 2018 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ შემოქმედებითად განვითარება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, ამიტომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში დავიწყე სწავლა და გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე. კურსის დასრულებიდან ზუსტად ერთ კვირაში დავიწყე მუშაობა ფოტოედითორად და ახლაც ამ საქმიანობას ვაგრძელებ. პარალელურად, თავისუფლ დროს ვხატავ და შემდეგ ილუსტრაციებს ციფრულ პროდუქტად ვაქცევ.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ვფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინი საკუთარი თავის გამოხატვის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სათქმელი სოციუმთან სწრაფი და ეფექტური გზით მივიტანოთ. ყველაზე მეტად ამ საქმეში ის მომწონს, რომ მიუხედავად არსებული წესებისა, ნებისმიერ დიზაინერს აქვს საზღვრების გარღვევისა და სრულიად ახალი ვიზუალის, ენის შექმნის შესაძლებლობა.

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხატვა, ყოველთვის მინდოდა, რომ ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო. შემდეგ გრაფიკული დიზაინის შესახებ გავიგე და მივხვდი, რომ ეს სფერო ითვალისწინებს ყველაფერს, რაც მაინტერესებს. ხელით შექმნილ ნამუშევრებს ემატება მუდმივად ინფორმაციის მიღების აუცილებლობა, სხვადასხვა ტექნიკებზე და სტილზე მუშაობა. კლასიკური სახვითი ხელოვნებისა და თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთობლიობა და ბალანსი არის ის, რაც გრაფიკულ დიზაინს ჩემთვის საინტერესო სფეროდ აქცევს.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ…

ბოლო წლების განმავლობაში გრაფიკული დიზაინის კურსის პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველა ლექცია ერთი მეორეზე უფრო საინტერესო, ახალი გამოწვევები და დავალებები უფრო და უფრო მეტად მიჩენდა იმის სურვილს, რომ რაც შეიძლება მეტი გამეგო ამ სფეროს შესახებ. თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ერთობლიობამ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმიყვანე იმ შედეგამდე, რომელსაც ველოდი. საოცრად მეგობრული გარემო კი იმდენად დადებით განწყობას ქმნიდა, რომ ლექციიდან წამოსვლა აღარ მინდოდა ხოლმე.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ყველაზე მთავარი, რაც კურსმა მომცა იყო ის, რომ ვისწავლე საკუთარი აზრების და იდეების სწორად გადმოცემა და მივიღე სწორი მიმრთულებები იმისთვის, რომ სამომავლოდ თავად შევძლო საკუთარი თავის განვითარება.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის საუკთესო ადგილი ცოდნის მისაღებად და არა მარტო. აქ არის საოცრად მეგობრული გარემო, პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულბი არიან და ძალიან დიდ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენენ სტუდენტებისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკადემიაში მუშაობს არის ორიენტირებული სტუდენტების განვითარებასა და მათ კომფორტზე ასე, რომ უკეთესს ალბათ ვერც ინატრებ.

-ლექტორი..

ნინი მუშკუდიანზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან მეგობრული, ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალია. ძალიან მარტივია მასთან კომუნიკაცია, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ნინისთან ერთად მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ამ სფეროში მეთვითონაც დამწყები ვარ და მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი ცოდნა უნდა დავაგროვოთ და არასდროს შეგვეშინდეს სიახლეების.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო…

ჩემი სახლის ფანჯრიდან ჩანს სკეიტპარკი. სკეიტერებს, როცა ვუყურებ ყოველთვის თავისუფლების და სილაღის განცდა მიჩნდება. მინდოდა, რომ სწორედ სკეიტერებისთის შემექმნა ბრენდი, ამიტომაც ავირჩიე ეს ილუსტრაციები. ბევრ პერსონაჟზე ვმუშაობდი და საბოლოოდ ავარჩიე ისინი, რომელიც ხასითით და ფერებით ყველაზე მეტად დავუკავშირე ახალგაზრდულ მუხტს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება