fbpx
ქართული სიტყვების ტიპოგრაფია

ქართული სიტყვების ორიგინალური ტიპოგრაფია

თარიღი: 13 January, 2021

,,შევეცადე ვიზუალურად დასამახსოვრებელი ტიპოგრაფიული ილუსტრაციები შემექმნა, სადაც ქართული სიტყვები იქნებოდა განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი.”

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით, ანი ბუხრაშვილმა ქართული სიტყვების შინაარსის გათვალისწინებით გრაფიკული ნამუშევრები შექმნა, რომლებიც განსხვავებული და დასამახსოვრებელი ტიპოგრაფიით გამოირჩევა.

ნახე, ნამუშევრები შენი შთაგონებისთვის:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ანი ბუხრაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. გრაფიკული დიზაინი არის ჰობი და განტვირთვის საშუალება, სადაც ჩემს ფანტაზიებს ვიზუალურად გადმოვცემ.

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

-ნამუშევრების შესახებ..

შევეცადე ვიზუალურად დასამახსოვრებელი ტიპოგრაფიული ილუსტრაციები შემექმნა, სადაც ქართული სიტყვები იქნებოდა განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი.

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

-ჩემი შთაგონების წყარო..

დაახლოებით ორი თვეა, რაც გრაფიკული დიზაინით ვარ დაინტერესებული. ილუსტრატორის შემსწავლელი მოკლე კურსი გავიარე, სადაც საფინალო დავალება ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნა იყო, იმდენად მომეწონა მსგავს პოსტერზე მუშაობის პროცესი, რომ გადავწყვიტე უფრო მეტი და განსხვავებული ნამუშევრები შემექმნა.

ძალიან დიდ დროს ვუთმობ სხვა დიზაინერების შემოქმედების დათვალიერებას, ვცდილობ მათგან ვისწავლო და შთაგონება მივიღო. სწორედ უცხოური ტიპოგრაფიული ნამუშევრები გახდა ჩემი შთაგონების წყარო, მინდოდა ვიზუალურად შესამჩნევი, განსხვავებული და ორიგინალური პოსტერები შემექმნა, სადაც ქართულ სიტყვებზე იქნებოდა აქცენტი.

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

-შთაგონებას ვეძებ..

იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხანია რაც გრაფიკული დიზაინით ვარ დაინტერესებული, შთაგონებას ვეძებ ყველგან, სადაც ვიზუალური კონტენტი იქმნება, იქნება ეს ნამუშევარი თუ უბრალოდ ფოტო, რომელსაც ფანტაზიის დახმარებით დასამახსოვრებელ და განსხვავებულ ილუსტრაციად გარდავქმნი.

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

-სამუშაო პროცესი..

თავდაპირველად მხოლოდ ერთ სიტყვაზე შევქმენი პოსტერი, მეგობრებსაც გავუგზავნე და მათგანაც რომ დადებითი ემოციები წამოვიდა გადავწყვიტე კიდევ გამეგრძელებინა. მუშაობის პროცესიც იმდენად სახალისო იყო ჩემთვის, რომ სტიმულს სწორედ ეს განწყობა მაძლევდა. ამით არ დამისრულებია ტიპოგრაფიული ილუსტრაციების შექმნა და კიდევ მუშაობის პროცესში ვარ.

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

ქართული სიტყვები ორიგინალური ტიპოგრაფიით

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე