fbpx
შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

ქართული სამზარეულო ილუსტრაციებში – ხატია კურტანიძე

თარიღი: 28 June, 2022

,,არ შეგეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის, შეცდომების დაშვების, არ იფიქროთ, რომ რაიმე არ გამოგივათ.”

დღეს, ხატია კურტანიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ხატია ვარ. ჩემზე საუბრის დროს არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი დიდი სიყვარული კულტურის, დიზაინისა და ხელოვნებისადმი. თბილისში დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირება-მარკეტინგი, ამჟამად ვცხოვრობ ბერლინში.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

რაც თავი მახსოვს ჩემი ინტერესის სფეროს ყოველთვის მოდა და დიზაინი წარმოადგენდა, მოდისადმი ინტერესი დღესაც მაქვს, თუმცა, როგორც მოდის დიზაინერს ჩემ თავს ვერ ვხედავ. გრაფიკული დიზაინით ძალიან მოულოდნელად დავინტერესდი. დღემდე იმის ძიებაში ვიყავი, თუ რისი კეთება მინდოდა. ბერლინში ჩამოსვლის მერე ჩემი თავი ნაწილობრივ ვიპოვე და გადავწყვიტე მესწავლა ისეთი რამ, რაც დიზაინთან, ფერებთან და ესთეტიკასთან იქნებოდა კავშირში. ასე მივედი გრაფიკულ დიზაინამდე.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

რადგან საქართველოში არ ვიმყოფები, საკმაოდ რთული იყო სკოლის შერჩევა. დავუკავშირდი სხვადასხვა სკოლებს, გავისაუბრეთ პირობებზე და კურსებზე, თუმცა მაინც რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. შემდეგ დავუკავშირდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიას და გავესაუბრე მარიამს, რომელიც ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზეა აკადემიაში, მისი დამოკიდებულება იყო განსაკუთრებულად მეგობრული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ამისა, აკადემია იყო ერთადერთი, რომელმაც პრიორიტეტად სტუდენტის ინტერესები დააყენა და მაქსიმალურად მოარგო ჩემს სურვილებს გადახდის მეთოდი.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, ახლა გავდივარ მოუშენ დიზაინს და მომავალში კიდევ სხვა კურსები მაქვს დაჯავშნილი. ჩემ შთაბეჭდილებას კი ალბათ შემდეგი წინადადება იდეალურად ასახავს: აღმოვაჩინე ის, რის კეთებასაც 8 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ სულმოუთქმელად ველოდები, რადგან პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსის შემდეგ ვხვდები რომ უფრო დაკვირვებული გავხდი, ეს ნამდვილად კურსის განმავლობაში ვისწავლე, რადგან მენტორი ყველა დეტალზე ყურადღებას გვამახვილებინებდა, ვგულისხმობ: ფერს, ზომას, სტილს, ფორმას და ასე შემდეგ. ასევე, ვისწავლე დროის მენეჯმენტი, ჩამომიყალიბდა განსხვავებული ხედვის და აზროვნების უნარი.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-მენტორი..

ჩემი მენტორი იყო მიაკო ნადირაძე. მიაკო ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი მენტორების სიაშია. ის საუკეთესო მაგალითია ახალგაზრდა ადამიანის, რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე. ძალიან მომწონდა მიაკოს მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, შეგრძნება რომ ყველა სიტუაციაში შემეძლო მისთვის დახმარების თხოვნითა და კითხვით მიმართვა. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მოტივაციისთვის, თანადგომისთვის და რაც მთავარია, ნდობისთვის.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

არ შეგეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის, შეცდომების დაშვების, არ იფიქროთ, რომ რაიმე არ გამოგივათ, რადგან ზუსტად ორი თვის წინ ისიც არ ვიცოდი, თუ როგორ გამოიყურებოდა ფოტოშოპი და ილუსტრატორი, დღეს კი ჩემი ნამუშევრების შესახებ ვწერ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ბლოგისთვის.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

როგორც აღვნიშნე ვცხოვრობ ბერლინში, ჩემი უცხოელი მეგობრები სულ მეკითხებიან საქართველოზე და მის კულტურაზე. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი ჩვენი გვაქვს, ვგულისხმობ დამწერლობას, სამზარეულოს და ა.შ. როცა რაიმეს ვყვები ვაჩვენებ ფოტოებს და ვუხსნი ყველაფერს დეტალურად, სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა რამდენიმე კერძის ილუსტრაცია უცხოელებისთვის. ახლა, როდესაც ვინმე მეკითხება, მაშინვე ჩემს ილუსტრაციებს ვაჩვენებ.