ქართული არქიტექტურა ილუსტრაციების სახით
თარიღი: 4 December, 2020
,,რაც პროექტმა კარგი შეფასება დაიმსახურა მას შემდეგ თითქოს ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ მეტი გავაკეთო და ასეც არის.”
ზუკო კაციტაძემ ქართული არქიტექტურული შენობები ილუსტრაციებად აქცია. მისი მიზანი იყო საბჭოთა პერიოდში აშენებულ შენობები უფრო ფერადი, თვალისთვის სასიამოვნო და მინიმალისტური კუთხით ეჩვენებინა.
-მე ვარ…
მოკლედ რომ გითხრათ ვარ ზუკო კაციტაძე, 22 წლის, პროფესიით draftsman/მხაზავი. ვცხოვრობ ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში.
-ნამუშევრების შესახებ…
“Georgian Sovietic Brutalism”არის ჩემი პირველი ილუსტრაციების პროექტი და zukoka_project-ის სახელის ქვეშ ერთიანდება. პროექტში ნაჩვენები 6 შენობა, ზოგი ცნობილი, ზოგი კი არც თუ ისე, მათგან რამდენიმე არის საბჭოთა პერიოდშია აშენებული.
-ჩემი შთაგონების წყარო..
ზოგადად ყოველთვის ახლოს ვიყავი არქიტექტურასთან, ჩემი ჰობიდან და პროფესიიდან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულად მიყვარს საქართველოში ბრუტალისტური არქიტექტურა.
თბილისი სავსეა ერთნაირი კორპუსებით, საბჭოთა იმპერიამ იერსახე შეუცვალა არქიტექტურა, ამის მიუხედავად მაინც აშენდა იმ პერიოდში უნიკალური შენობები (არა მარტო თბილისში), სწორედ ეს ბრუტალისტური არქიტექტურა გახდა ჩემი შთაგონების წყარო და მინდოდა უფრო ფერადი, ნაზი ფერებით, თვალისთვის სასიამოვნო და მინიმალისტური მხარე გადმომეცა ილუსტრაციების სახით.
-სად ვეძებ შთაგონებას..

-სამუშაო პროცესი..
არც ვიცი სამუშაო პროცესი თუ მაქვს, ვერც დავარქმევ, უბრალოდ ვერთობი, კომპიუტერზე თამაშის მაგივრად ვხატავ, არც დროს ვინიშნავ და არც ვაკვირდები, იქამდე ვხატავ სანამ არ გამახსენდება რო სხვა რაღაცეებიც მაქვს გასაკეთებელი.
რაც პროექტმა კარგი შეფასება დაიმსახურა მას შემდეგ თითქოს ვალდებულად ვგრძნობ თავს რომ მეტი გავაკეთო და ასეც არის. წინ ბევრი სიახლე გველის.