fbpx
ქართული დამწერლობა

ქართული ანბანის სახესხვაობა – ვახტანგ ბერუაშვილი

თარიღი: 29 October, 2020

,,ჩემი ილუსტრაციები ვფიქრობ, შეძლებს ქართული დამწერლობის განვითარების გზების სათანადოდ ასახვასა და გადმოცემას, იმის ჩვენებას, თუ როგორ მოვედით მრგლოვანიდან მხედრულამდე.”

ნუსხახუცურიდან – მხედრულამდე, ვახტანგ ბერუაშვილმა ქართული ანბანის სახეცვლილება ილუსტრაციების დახმარებით წარმოაჩინა.

-შენ შესახებ..

ბავშვობიდანვე მიზიდავდა ხატვა და ყველაფერი ის, რაც ხელოვნებას უკავშირდება. საკუთარ თავსაც ყოველთვის ამ დარგში ვხედავდი, რადგან საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, ვფიქრობ, ყველაზე მეტად აქ მაქვს. სწორედ ამიტომ დავინტერესდი გრაფიკული დიზაინით და მოვედი ამ ეტაპამდე.

ქართული დამწერლობა

-სამუშაო პროცესი…

მუსიკაშიც და ფერწერაშიც უნდა შეგეძლოს ღრმა ემოციის გადმოცემა და ჩანაფიქრის განხორციელება. მაშინაც კი როდესაც ერთი ტიპის სხვადასხვა ვარიანტს ქმნი, თითოეულ ნამუშევარში უნდა ჩადო იდეა, მიანიჭო საკუთარი ხასიათი, ბუნება. უნდა შეგეძლოს ფერების ჩარჩოში მოქცევა და ამავდროულად ჩარჩოს გადაკვეთა.

ქართული დამწერლობა

-რატომ გადაწყვიტე ამ ნამუშევრების შექმნა?

ადამიანები ბოლომდე სათანადოდ ვერ ვაფასებთ საკუთარი ქვეყნის კულტურულ მონაპოვარს, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ჩვენი ისტორიისა და იდენტობის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მონაპოვარი, რასაც შეუძლია მსოფლიოში ღირსეული და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაგვიმკვიდროს. წარსულის გაცნობიერება და მისი სათანადოდ შესწავლა – დაფასება კი ადამიანის თვითგანვითარებისათვის გადადგმული უმთავრესი ნაბიჯიცაა.

მშვენიერი ქართული დამწერლობა ჩვენს ეროვნულ სულს გამოხატავს და ამასთანავე თითოეული ასო თუ სიტყვა თავის აზრსა და ხასიათს ატარებს. ამ მხრივ ის საინტერესო და მიმზიდველია არამხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ სხვა ეროვნების ხალხისთვისაც.

ჩემი ილუსტრაციებით მინდა იმ მიზნის განხორციელება, რაც ფართო საზოგადოებისათვის ჩვენი საგანძურის გაცნობას გულისხმობს. ჩემი ილუსტრაციები კი, ვფიქრობ, შეძლებს ქართული დამწერლობის განვითარების გზების სათანადოდ ასახვასა და გადმოცემას, იმის ჩვენებას, თუ როგორ მოვედით მრგლოვანიდან მხედრულამდე.

ქართული დამწერლობა

-რა იყო შენი შთაგონება?

ჩემი ინსპირაციის წყარო, შეიძლება ითქვას, იყო ერთის მხრივ ქართული ანბანი და მისი ასომთავრული სახე-სხვაობა, რითაც ბავშვობიდან დავინტერესდი. ასევე, ერთგვარი მუხტი მომცა პროექტმა ,,წერე ქართულად ” , რაც არანაკლებ განსაკუთრებულ იდეურ ჩანაფიქრს ატარებდა. ჩემი შემოქმედებითი ენერგიის მაპროვოცირებელი იყო საკუთარი ქვეყნის წარსულიც, რომელიც ძველი არქიტექტურული ძეგლების – ტაძრების კელებზე დღემდე სხვადასხვა ტიპის წარწერებში იკითხება.

ქართული დამწერლობა

ქართული დამწერლობა

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე