fbpx
კონსტანტინე გამსახურდია

ქართული ასოების კოლაჟები – გვანცა წიწილაშვილი

თარიღი: 8 December, 2020

,,გრაფიკული დიზაინის შესწავლა შეიძლება რაღაც ეტაპზე მოსაწყენიც იყოს ან გეგონოთ რომ არ გამოგდით, მაგრამ თუ კვლავ მიუბრუნდებით, თუნდაც უბრალო ჩანახატს, შეიძლება საუკეთესო ნამუშევარიც კი შექმნათ. ”

გაეცანი, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის ფინალურ პროექტს:

ვაჟა-ფშაველა

-მე ვარ..

ამჟამად სტუდენტი ვარ და ფსიქოლოგის პროფესიას ვეუფლები, ზოგადად მუდმივად ვცდილობ სიახლეების შესწავლას და საკუთარი თავის განვითარებას და ამჯერად ჩემი არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე შეჩერდა, ეს არი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. ამ ეტაპზე ვმუშაობ პროექტებზე.

კონსტანტინე გამსახურდია

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ხელოვნება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მხატვრობით ვარ ბავშვობიდან გატაცებული და მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები განმევითარებინა, ამიტომ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის შესწავლა.

ანა კალანდაძე

-ინტერესი ამ სფეროსადმი..


ტექნოლოგიური განვითარება ახალ მოთხოვნებს უყენებს ხელოვან ადამიანს შესაბამისად, ვფიქრობ რომ  უნდა აუწყო ფეხი იმ რიტმს, რომელსაც სამყარო გთავაზობს.

იაკობ გოგებაშვილი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..


გარდა იმისა, რომ ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და საინტერესო კურსი გამოდგა, რაც ჩემი ლექტორის დამსახურებაა, ასევე მყავდა ძალიან მეგობრული ჯგუფელები. ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს და ლექციები მათთან ერთად იყო ძალიან სასიამოვნო და სახალისო, სამწუხაროა რომ ჩვენი კურსი დასრულდა.

ელენე დარიანი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ნებისყოფის უნარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინერისთვის, შეიძლება დიდი დრო დაუთმო ნამუშევარს, მაგრამ მაინც არ მოგწონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე. რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად მიაღწევ იმ შედეგს, რასაც ჰქვია კარგად შესრულებული ნამუშევარი.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?


ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე ძალიან კარგი დახასიათება მივიღე ჩემი მეგობრისგან და მისი დამსახურებით სწორი არჩევანიც გავაკეთე.

-ლექტორი..

ძალიან გამიმართლა მიაკო, რომ იყო ჩემი ლექტორი. პირველ რიგში ყოველთვის ცდილობდა დაგვხმარებოდა ნებისმიერი შეფერხების დროს, მუდამ გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებებს, გვაძლევდა რჩევებს და ეტაპობრივად, დაწვრილებით გვასწავლიდა ყველაფერს.

რაც მთავარია მიაკო არის ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო ლექტორი, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ნამდვილად სასიამოვნო იყო.

ტერენტი გრანელი

რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

გრაფიკული დიზაინის შესწავლა შეიძლება რაღაც ეტაპზე მოსაწყენიც იყოს ან გეგონოთ რომ არ გამოგდით, მაგრამ თუ კვლავ მიუბრუნდებით, თუნდაც უბრალო ჩანახატს, შეიძლება საუკეთესო ნამუშევარიც კი შექმნათ. ასევე მუდმივად ათვალიერეთ გრაფიკული დიზაინერების პროექტები, რადგან ეს განავითარებს თქვენს გემოვნებას და წარმოსახვას. ეს ორი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინერისთვის.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

კითხვა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, შესაბამისად ქართველი მწერლები აღმოჩნდა ჩემი ინსპირაციის წყარო. ზოგადად თავიდანვე ვფიქრობდი რომ პროექტი ქართული ნარატივებით სავსე ყოფილიყო. რაც შეეხება ასოების კოლაჟებით აწყობას, საკმაოდ რთული აღმოჩნდა როგორც ტექნიკურად ასევე კომპოზიციურად და ჩემი მიზანიც ეს იყო, მეჩვენებინა ესთეტიური მხარე ტექნიკასთან ერთად.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე