fbpx
გრაფიკული დიზაინი

ქალაქების პოსტერები – ნატალი მაისურაძე

თარიღი: 19 July, 2022

-მე ვარ..

მე ვარ ნატალი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხმის ინჟინერიისა და კომპოზიციის მიმართულებით, თუმცა, თითქმის მთელი ცხოვრება ხატვითა და დიზაინით ვიყავი დაინტერესებული.

გრაფიკული დიზაინი

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, თუმცა, მუსიკას უფრო დიდი დრო ეკავა ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ, უნივერსიტეტის დასრულების დროს მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინი არის ის სფერო, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს მომავალში.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

თქვენი აკადემიის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელიც ძალიან კმაყოფილი იყო გავლილი კურსით. დავესწარი გრაფიკული დიზაინის მასტერკლასს და მივხვდი, რომ ეს კურსი სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა.

გრაფიკული დიზაინი

-როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გრაფიკული დიზაინის კურსმა ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. მიხარია, რომ არჩევანი თქვენს აკადემიაზე შევაჩერე.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

დეტალებს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნამუშევრებში, ფერებს სხვანაირად აღვიქვამ. ყოველთვის და ყველაფერში ვცდილობ ვიპოვო ინსპირაცია ნამუშევრებისთვის.

გრაფიკული დიზაინი

-მენტორი..

ჩვენი ჯგუფის მენტორი იყო მიაკო ნადირაძე. უსაყვარლესი და უნიჭიერესი ადამიანი. არასოდეს არ იზარებდა ერთი და იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას. უამრავი სასარგებლო რჩევა მოგვცა, რომელსაც მთელი ცხოვრება გავითვალისწინებ.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

გირჩევთ, რომ პირველ რიგში იფიქროთ იდეაზე. ფერებსა და კომპოზიციას დიდი ყურადღება მიაქციეთ და, რაც ყველაზე მთავარია, practice, practice and practice.

გრაფიკული დიზაინი

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

კურსის განმავლობაში, მივხვდი რომ პოსტერების გაკეთება ძალიან მომწონდა, თუმცა, „Flat” ილუსტრაციებისა და პატარა „icon“-ების გაკეთებაც მსიამოვნებდა. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ეს ორი ერთმანეთთან რით დამეკავშირებინა და გადავწყვიტე ქალაქების პოსტერები შემექმნა, რადგან მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყველა ჩემი ინტერესი და ემოცია ამ ნამუშევრებით წარმოვადგინე.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი