fbpx
პოსტერი

პოსტერის ფსიქოლოგია – 5 ხრიკი, რომელიც სხვას არ უნდა უთხრა

თარიღი: 30 November, 2020

ზოგს აინტერესებს კულინარია,ზოგს სოციალური მედია, ზოგის კი საერთოდ ქორეოგრაფია. ამაში უცნაური არაფერია, ყველა ადამიანს განსხვავებული ინტერესი აქვს, შესაბამისად ფიდის სქროლვის დროს იმ კონტენტს ირჩევს, რომელიც მის ინტერესს ეხება, მაგრამ არსებობს ხრიკები, რომელთა გამოყენებითაც ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს პოსტერით დააინტერესებ.

5 ხრიკი, რომელსაც თითქმის ყველა დიზაინერი იყენებს, ეს აუცილებლად უნდა იცოდე:

სახეები

woman with black lipstick and red lipstick

მომხმარებელი თუ არ ნახავს, რომ კონკრეტული პროდუქტით, მომსახურებით სხვაცაა დაინტერესებული, მანამდე არ იღებს გადაწყვეტილებას. ასეა პოსტერის შემთხვევაშიც, პოსტერი არ უნდა იყოს ცივი, გაუცხოებული, არ უნდა ტოვებდეს მიუწვდომელობის შთაბეჭდილებას, სწორედ ამიტომ ადამიანის სახეების გამოყენება ძალიან ეფექტურია. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ხედავს პოსტერზე მას უჩნდება განცდა, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა მისთვისაც საინტერესო და გამოსადეგი იყოს.

ფსიქოლოგიის მიხედვით, ბრენდები რომელთა სამიზნე აუდიტორია მამაკაცებია გარეკანზე სწორედ მამაკაცს აღბეჭდავენ, თუ სამიზნე აუდიტორია ბავშვებია ბავშვებს და ა.შ. ეს იმისთვის, რომ სწორ აუდიტორიამდე სწორი ადამიანისგან მივიდეს შეტყობინება.

ემოციები

long black haired woman smiling close-up photography

ადამიანებში ყველაფერი ემოციებამდე დადის, რატომ მოგვწონს Starbucks? – იმიტომ, რომ ამ ბრენდს გემრიელი ყავა აქვს, რომელიც მარტივად გვაფხიზლებს, ეს კი ჩვენში კმაყოფილებას იწვევს, რატომ მოგვწონს Apple-ის პროდუქცია, იმიტომ, რომ მისი დიზაინი და ფუნქციები ჩვენთვის დიდი კომფორტია, ეს კი ცალსახად მასზე მიჩვევის, სიამოვნების და ბედნიერების ემოციას ბადებს. მნიშვნელობა არ აქვს რა თემას ეხება შენი პოსტერი, მასზე გადმოცემულ გაბრაზება, ბედნიერება, აღფრთოვანება, ყოველთვის ,,დაიჭერს” ადამიანის თვალს.

მოქმედება

silhouette photo of man jumping on body of water during golden hour

ალბათ, ხშირად გინახავს ვიდეოს პოსტერი, რომელზეც მოქმედებაა აღბეჭდილი, ეს ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხრიკია. მაყურებელი ყოველთვის ინტრიგდება რა ხდება ვიდეოს შიგნით, რომლის გარეკანზეც რომელიმე მოქმედებაა გამოსახული? ის ინტრიგდება რა სიტუაციას დახვდება ვიდეოს ჩართვის შემდეგ?

იუმორი

close-up photography of brown horse

იუმორი თითქმის ყოველთვის ამართლებს, თუ მაყურებელს პოსტერზე გადმოცემული იუმორი გააღიმებს, ის აუცილებლად დააჭერს და ნახავს შენს ვიდეოს, წაიკითხავს შენს სტატიას, გააზიარებს და მოიწონებს შენს კონტენტს. იუმორის დახმარებით შენ შეგიძლია შექმნა გამორჩეული პოსტერები.

მოკლე ტექსტი

red brick wall with live, work, create. quote

მოკლე ტექსტი საინტერესო შრიფტით, ეს ხრიკიც საკმაოდ გავრცელებული და ძალიან ეფექტურია. მთავარია სწორი საკვანძო სიტყვების შერჩევა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს, ამის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული სიტყვის ფერს, ფორმას და ზომას.

თუ მაყურებელს პოსტერი არ დააინტერესებს ის არ შევა შენს გვერდზე სტატიის წასაკითხად, არ უყურებს ვიდეოს, რომლისთვისაც ამდენი იშრომე, არ მოისმენს შენს პოდკასტს, ასე, რომ გაითვალისწინე ყველა ეს ხრიკი და შექმენი შენი თემატიკისთვის საუკეთესო პოსტერი.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე