fbpx
მოუშენ დიზაინი

ნინო გოჩიტაშვილი – ჩვენი სტუდენტი, რომელმაც ლიდერქარდის სარეკლამო რგოლი შექმნა

თარიღი: 2 August, 2022

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია ავირჩიე იმიტომ, რომ დღევანდელ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი სასწავლო კურსები გაქვთ და გყავთ საუკეთესო მენტორები.”

დღეს ნინო გოჩიტაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ…

ნინო გოჩიტაშვილი. 39 წლის. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია-ხელოვნების ფაკულტეტი. 2008 წლიდან ვმუშაობ თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე, ასისტენტ-პროფესორად, მულტიმედია დიზაინის განხრით.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი გრაფიკული დიზაინის და ვებ დიზაინის მიმართულებით, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კომპანიებთან.

2D ანიმაციის განხრით შესრულებული მაქვს სხვადასხვა პროექტები, TBC ბანკის დაკვეთით. ასევე, Html ბანერებშიც მაქვს გამოცდილება.

2021 წლიდან ვმუშაობ კომპანია ,,აგრო ჰოლდინგში“ და „ლიდერბეთში“ გრაფიკულ დიზაინერად.

html

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ინტერესი ამ სფეროსადმი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მრავალი წლის წინ გამიჩნდა და მას შემდეგ ვცდილობ ვიმუშაო სხვადასხვა მიმართულებით.

ვფიქრობ, მოუშენ დიზაინი საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა, ამიტომ, მინდოდა საფუძვლიანად შემესწავლა ეს სფერო.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ავირჩიე იმიტომ, რომ დღევანდელ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი სასწავლო კურსები გაქვთ და გყავთ საუკეთესო მენტორები.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე მოუშენ დიზაინის კურსი და კმაყოფილი ვარ განვლილი მასალით. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც მქონდა შეხება ამ მიმართულებასთან, კურსმა შემძინა ბევრი ახალი უნარი და გამიმარტივა მუშაობა Аfter Effect-ში, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში უდიდესი დროის დაზოგვაში მეხმარება.

-მენტორი..

მენტორი იყო ნიკოლოზ ჯალაღონია, რომელიც ძალიან კარგად და გასაგებად გადმოგვცემდა ახალ მასალას. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული შრომისათვის.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

დამწყებ დიზაინერებს მინდა ვურჩიო, არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს. ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად ცოდნის განახლებას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო არის ლიდერქარდის სარეკლამო მინი რგოლი. რადგან უშუალოდ ვმუშაობ ამ კომპანიაში, ვარჩიე შემექმნა რეალური მინი სარეკლამო რგოლი და გამერთულებინა ჩემი თავისთვის ფინალური დავალება. პირველად მოვსინჯე ჩემი თავი სამ განზომილებიან ანიმაციაში. ეს ვიდეო შესაძლოა მომავალში იხილოთ სოციალური მედიის სხვადასხვა არხებზეც.