fbpx
მოუშენ დიზაინი

რა არის Motion Design?

თარიღი: 6 June, 2019

Motion design-ს თქვენ ხედავთ ყველგან, ტელე გადაცემებში, ფილმებსა და სოციალურ მედიაში.
ციფრული ტექნოლოგიები განაგრძობს ინოვაციების შექმნასა და შეთავაზებას დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. Motion design-ი კი ციფრული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხდება. ის იყენებს გრაფიკული დიზიანის პრინციპებს, ვიდეო წარმოებისთვის, ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების დახმარებით.

Motion design-ის პროდუქტებია: ფილმები, ვიდეო, მოძრავი ტიტრები, ვებ პლატფორმებზე განთავსებული მოძრავი ბანერები. ის გულისხმობს ახალი გრაფიკული მოდელის შემქნას, რომელიც სტატიკურ ვიზუალს მოძრაობაში მოიყვანს, ქმნის ქონთენთს, რომელიც ვიდეოს გარდაქმნის პროდუქტად.
სწორად გამოყენებული მოძრაობის ენერგეტიკა და ეფექტები უკეთ გასაგებს და ეფექტურს ხდის ვიზუალს.

ხშირად Motion დიზაინი უბრალოდ რთული იდეების მარტივად გადმოსაცემად გამოიყენება, სწორედ ამას ემსახურება მისი სცენარი.
აუცილებელი პირობებია: დროის ხანგრძლივობის სწორად შერჩევა, კონკრეტული ეფექტის საჭირო სიზუსტით გამოყენება, ვიზუალური გადასვლები, რომელმაც ეფექტურად უნდა წარმოაჩინოს სათქმელი, მოძრაობა უნდა იყოს ბუნებრივი და ორგანული, რომ მიზნობრივ აუდიტორიას ინტერესი არ დაეკარგოს.
დიზაინერები სხვადასხვა პროგრამებს იყენებენ Motion graphics-თან სამუშაოდ, თუმცა ყველაზე გავრცელებულია After effect-ია. იმ ტრადიციულ გარემოში, სადაც გრაფიკულ დიზაინერს უწევს მუშაობა, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა Motion დიზაინერის პოზიციაზე.

Motion Design-ის ისტორია

Motion graphics-ის ისტორია 1960 წლიდან იწყება , როდესაც ჯონ უიტნიმ Motion design სტუდიო შექმნა, სადაც სარეკლამო ტიტრებისთვის ქმნიდა ანიმაციებს. ხოლო კინემატოგრაფიაში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმ ,,ფსიქოს’’ საწყისი ტიტრებია ადრეული მაგალითი Motion graphics-ის, სადაც ხმა, გამოსახულების მოძრაობა და გრაფიკული დიზაინი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს.

მოუშენ დიზაინის დანიშნულებები

Motion დიზაინი გეხმარება კონკრეტული მესიჯის აუდიტორიამდე მიტანაში, რომ სტატიკური ილუსტრაციები ნარატივებად გადააქციო. ასევე აქტუალურად გამოიყენება სასწავლო ვიდეოების შექმნისთვის, სადაც ახსნის პროცესის ვიზუალიზაცია გარკვევით უნდა მოხდეს.

გიფს, კინემატოგრაფიასა და სამ განზომილებიან გრაფიკას შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე სტაბილურად Motion design-ი ვითარდება.
2016 წლისთვის ანიმაციური გიფი აღარ იყო უკვე სიახლე, თითქმის ყველა სოციალური ქსელში მოხდა მისი ადაპტაცია. თუმცა, შემდგომ მოძრავი სურათებისადმი ინტერესი გაიზარდა და Motion design-ი გრაფიკული სფეროს მოთხოვნებთან ერთად სწრაფად განვითარდა.

ფაქტია, რომ ხელოვნული ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ტრენდენციების ზრდა პირდაპირ აისახება დიზაინის სფეროზე. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Motion design-ის კურსი კი დაგეხმარებათ,რომ გრაფიკული  მოძრაობის დახმარებით ამბების გადმოცემა თქვენი ძლიერი მხარე გახდეს.

ტეგები: