მობილური ფოტოგრაფია – ფოტოგრაფიის ახალი სფერო?!

თარიღი: 30 April, 2019

ფოტოგრაფია დღეს წარმოუდგენელია სმარტფონების გარეშე. ტელეფონმა შეძლო და აითვისა სხვადასხვა მოწყობილობის ფუნქიუნალურობა, რამაც განაპირობა მისი მზარდი პუპულარიზაცია.

ჯერ იყო საუბარი, რომ ტელეფონი იმდენად მოსახერხებელი და მრავალფუნქციური გახდა, რომ ბევრისთვის პერსონალური კომპიუტერის საჭიროებაც კი აღმოფხვრა. ახლა ჯერი ფოტოგრაფიაზეც მივიდა.

დღევანდელ სტატიაში გაეცნობით მობილური ფოტოგრაფიის მნიშვნელობას ფოტო ინდუსტრიაში.

Smartphone VS DSLR

მობილური ფოტოგრაფია უდავოდ ფოტოგრაფიის ახალი და საკმაოდ პოპულარული სფერო გახდა. 2016 წელს ცნობილმა სოციალური მედიის ინფლუენსერებმა, წამოიწყეს ახალი კამპანია #MobilePhotography ისინი უარყოფდნენ ყველანაირ DLSR კამერით გადაღებულ ფოტოებს და ტვირთავდნენ თავიანთ ნამუშევრებს, რომლებიც მობილური ტელეფონით იყო გადაღებული.

სხვაობა პროფესიონალური კამერით გადაღებულ ფოტოებსა და მობიული ტელეფონით გადაღებულ სურათებს შორის, დღითი დღე უფრო მიზერული ხდება. ახალი ტექნოლოგიები აძლევს საშუალებას ტელეფონის მწარმოებლებს, რომ ჩააშენონ საკმაოდ მძლავრი ფოტო სენსორი და ობიექტივი, მსგავსი შედეგის მისაღებად.

სწორედ ამიტომ ბევრი კონტენტ კრიეტორი  იყენებს საკუთარ მობილურ ტელეფონებს სურათების გადასაღებად და შემდგომ ინსტაგრამზე გასაზიარებლად.

 

სხვა კონტენტ კრიეტორების მსგავსად ჩვენი მობილური ფოტოგრაფიის ტრენერიც სმარტფონს  იყნებს საკუთარი ინსტაგრამის გვერდისთვის.