მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები იანვრის თვეში
თარიღი: 27 February, 2021
რა მოხდა იანვრის თვეში? იყო რამე მნიშვნელოვანი მოვლენა? – თუ არ გახსენდება რა მნიშვნელოვანი მომენტები მოხდა იანვრის თვეში, მაშინ გასახსენებლად ეს რუბრიკა ნამდვილად დაგეხმარება.
გაეცანი, იანვრის თვის მარკეტინგულ მოვლენებს:
Bernie Sanders-ის მიმი
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არ იყო დაკავშირებული Joe Biden-თან, არამედ ინაუგურაციის ცენტრალური ფიგურა გახდა Bernie Sanders.
Bernie Sanders-ი ლურჯი პირბადით, თბილი ხელთათმანებით, ქურთუკით და გამომეტყველებით, რომელიც გამოხატავდა: მობეზრებას, უინტერესობას.
ეს ფოტო მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში. Bernie Sanders-ის მიმს არა მარტო ბრენდები, არამედ სელებრითებიც კი აზიარებდნენ.
რა ხდება ავსტრალიის თავს?
ავტრალიის ახალი კანონმდებლობის თანახმად, ტექ-კომპანიები მაგალითად, Google-ი ვალდებული იქნება, რომ ფაბლიშერებს გადაუხადოს ლიცენზიის საფასური მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის Google-ში განთავსებისთვის.
Google-ი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონპროექტი უსამართლობაა და ეწინააღმდეგება საძიებო სისტემის პრინციპებს. კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ავსტრალია მიიღებს მსგავს კანონპროექტს იგი შეწყვეტს ავსტრალიაში მუშაობას.
Heinz-ის საწებელი ნახატებში
Heinz-მა ანონიმურად სთხოვა მომხმარებლებს, რომ დაეხატათ საწებელი, მათ კი Heinz-ი დახატეს. ბრენდმა ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, ადამიანებს მხოლოდ საწებელის ბოთლი უნდა დაეხატათ, სრულიად მოულოდნელი იყო კომპანიისთვის ნახატზე საკუთარი პროდუქტის დანახვა. ბრენდმა ეს ნახატები არამარტო ბანერებზე, არამედ თავად პროდუქტის შეფუთვაზე დაიტანა და კონტენტის დიზაინისთვის გამოიყენა.
Joe Biden VS Coke
Joe Biden-მა პრეზიდენტობის პირველივე კვირაში მოაშორა ღილაკი, რომლითაც Donald Trump დიეტურ კოკა-კოლას იძახებდა. Pepsi-მ კი მაშინვე გამოიყენა ეს ფაქტორი და საკუთარ გვერდზე დაწერა: ,,შესაძლოა ის უფრო მეტად არის Pepsi-ს მომხმარებელი”.
Burger King-მა 20 წლის შემდეგ პირველად შეცვალა დიზაინი
Burger King-მა საკუთარი იდენტობა რადიკალურად შეცვალა. პროდუქტის შეფუთვა, ფერები, ტიპოგრაფია და ლოგო ახალ უკვე სხვანაირად გამოიყურება.
შენ უკვე გაეცანი იანვრის მნიშვნელოვან მომენტებს, დაელოდე თებერვლის მნიშვნელოვანი მომენტების რუბრიკას.