fbpx
გრაფიკული დიზაინი

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

თარიღი: 15 March, 2021

რა მოხდა თებერვლის თვეში? იყო რამე მნიშვნელოვანი მოვლენა? – თუ არ გახსენდება რა მნიშვნელოვანი მომენტები მოხდა თებერვალში, მაშინ გასახსენებლად ეს რუბრიკა ნამდვილად დაგეხმარება.

გაეცანი, თვის მარკეტინგულ მოვლენებს:

The Weeknd-მა სუპერთასის გამოსვლაში თანხა არ აიღო

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

The Weeknd-მა სუპერთასის შოუში 7 მილიონი დოლარი ჩადო. რატომ? – იმიტომ რომ 100 მილიონზე მეტი ადამიანი ნახავდა ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას, რაც თავისთავად მომღერლის შემოქმედების ცნობადობას, გამომწერთა რაოდენობას, მოახლოებული კონცერტის ბილეთების გაყიდვებს გაზრდიდა.

უჩვეულო მოვლენაა სუპერთასის ისტორიაში, როდესაც მომღერალი არ იღებს თანხას და თავად ახორციელებს ინვესტიციას სანახაობაში. მომღერალმა ამ გზით საკუთარი ბრენდებიც გააპიარა.

BBC-მ სარეკლამო ბანერს ცეცხლი წაუკიდა

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

BBC-მ სარეკლამო ბანერს ცეცხლი წაუკიდა, რათა რეკლამა საკუთარი გადაცემის ,,Perfect Planet”-ისთვის გაეკეთებინა. ცეცხლის წაკიდება გიგანტური ბანერისთვის მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობადობის გაზრდას და იმისა გააზრებას, რომ გლობალური დათბობა უდიდესი პრობლემა მსოფლიოში.

McDonald’s-მა პოსტერებზე ლოგო ცალ-ცალკე წარმოადგინა

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

McDonald’s-მა სარეკლამო პოსტერებზე ლოგო მხოლოდ ნაწილობრივ გამოსახა. ამ გზით ბრენდმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავდაჯერებულობა, მან გამოხატა, რომ მისი სახელის თქმაც კი არ არის საჭირო იმის მისახვედრად, თუ რომელ ბრენდზეა პოსტერში საუბარი.

ლონდონის ქუჩები უკვე მოიცვა სარეკლამო ბანერებმა, რომლებშიც ბრენდის იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტების დახმარებით მომხმარებელი მაშინვე ხვდება, რომ ბანერი ცნობილ კომპანიას, McDonald’ს ასახავს.

Burger King-ი ყველა მომხმარებელს ჩანთით კარტოფილს ატანს

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

პანდემიის გამო საფრანგეთში უამრავი რესტორანი დაიკეტა. რესტორნებს მინიმალური შემოსავალი რჩებათ, რის გამოც შემცირდა სხვადასხვა პროდუქტების შეძენა, მათ შორის კარტოფილის.

ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რადგან დარჩათ ჭარბი მოსავალი. სწორედ ამიტომ, ფერმერთა დასახმარებლად Burger King-მა შეიძინა 200 ტონა კარტოფილი. ბრენდი ყველა მომხმარებელს 1 კილო კარტოფილს აძლევს. ამ გზით კომპანიამ იხსნა ფერმერები მძიმე გასაჭირისგან.

Kit-Kat-ის ახალი რეკლამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები თებერვლის თვეში

Kit-Kat-მა რეკლამისთვის კალენდარი დახატა, რომელზეც Zoom-ის შეხვედრებია ჩანიშნული. შუალედში, შესვენების სახით Kit-Kat-ის შოკოლადია გამოსახული. იდეა ეკუთვნის Sam Hennig-ს, პოსტერი მალევე გახდა პოპულარული მთელს ინტერნეტ სივრცეში.

ახლა უკვე იცი თებერვლის თვეში მომხდარი მარკეტინგის მნიშვნელოვანი მოვლენები, დაელოდე მარტის თვის მოვლენებს.