fbpx
მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები მარტის თვეში

მარკეტინგის მნიშვნელოვანი მომენტები მარტის თვეში

თარიღი: 16 April, 2021

რა მოხდა მარტის თვეში? იყო რამე მნიშვნელოვანი მოვლენა? – თუ არ გახსენდება რა მნიშვნელოვანი მომენტები მოხდა მარტში, მაშინ გასახსენებლად ეს რუბრიკა ნამდვილად დაგეხმარება.

გაეცანი, თვის მარკეტინგულ მოვლენებს:

Unilever-მა სიტყვა ,,ნორმალური“ ყველა რეკლამიდან და შეფუთვიდან ამოიღო

Unilever-ის კამპანია

კომპანია Unilever-ი აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა: Dove, Axe, Sunsilk, Vaseline. მან განაცხადა, რომ ყველა შეფუთვიდან და რეკლამიდან სიტყვა ,,ნორმალური“ ამოიღო.

სილამაზის ინდუსტრიაში, სიტყვა ,,ნორმალური“ აღნიშნავს კანს, რომელიც არ არის მშრალი და ცხიმიანი.

როდესაც პროდუქტი მიგითითებს, რომ ნორმალური კანისთვის არის განკუთვნილი, მომხმარებელს ეუფლება განცდა, რომ ის არ არის სრულყოფილი, რომ მისი კანი არ ჯდება სტანდარტში და თავს ცუდად გრძნობს. სწორედ ამიტომ მივიდა Unilever-ი ამ გადაწყვეტილებამდე.

ლონდონის თვალი კაპიტანი ამერიკას ფარად გადააკეთეს

Disney+ 'Turns' Singapore Flyer Into Captain America's Shield For Falcon And Winter Soldier Launch - TODAY

Disney-მ ამ გზას იმიტომ მიმართა, რომ სერიალის ’’The Falcon and The Winter Soldier“-ის გამოსვლასთან დაკავშირებით მაყურებელი ინფორმირებული ყოფილიყო. ლონდონის თვალი თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გამოსახული, მდინარე ტემზა კი ამ ფერებს საუცხოოდ ირეკლავდა.

KFC-იმ სხვა ბრენდებისგან სლოგანები ,,ისესხა“

KFC borrows other brands' slogans while Finger Lickin' Good is on pause

ბრენდის სლოგანი ,,It’s Finger lickin” არ შეესაბამება გლობალურ მოთხოვნებს. ამიტომ მან გადაწყვიტა სხვა ბრენდების სლოგანები გამოეყენებინა საკუთარი პროდუქტისთვის. მაგალითად, მან Nike-ისგან ისესხა სლოგანი ’’Just Do It”, McDonald’s-ისგან “I’m Lovin It“ და სხვა.

KFC has borrowed the slogans of other brands | Collater.al

’’Good Fortune Burger”-მა საკუთარ მენიუში ბურგერების სახელები საოფისე ნივთების სახელებად გადააკეთ

This Made Me Laugh... | Story Power Marketing

რესტორანმა ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი უკვეთავს ბურგერს, ჭამს ბურგერს, რომლის სახელიც შეიძლება იყოს სტეპლერი, ჭიკარტი, ლეპტოპი. გადასახდელ ჩეკში კი ფიქსირდება ეს სახელები და არა ბურგერი, რის ხარჯზეც დასაქმებულებს შეუძლიათ დამსაქმებელს მოსთხოვონ დანახარჯის გადახდა.

კამპანია დაახლოებით ასე გამოიყურება, შეუკვეთე ბურგერი, ჭამე ბურგერი და მიეცი ჩეკი ოფისს. ბრენდმა იცის, რომ ეს კამპანია არ არის ეთიკური მისი მხრიდან, თუმცა მიიჩნევს რომ ძალიან გემრიელია.

Toronto restaurant renames menu items as office supplies so customers can expense them

ახლა უკვე იცი მარტის თვის მარკტინგული მოვლენები, დაელოდე აპრილის თვის მნიშვნელოვან მოვლენებს.