მალე ვაჟა-ფშაველას პოემები გრაფიკული სახით გამოვა
თარიღი: 18 November, 2020
ძალიან მალე გამომცემლობა ,,არტანუჯი“ , სერიით „არტანუჯი ბავშვებისთვის“ , ვაჟა-ფშაველას ორი გენიალური პოემის გრაფიკულ ვერსიას გამოსცემს. ეს პოემები იქნება: ,,სტუმარ-მასპინძელი” და ,,ალუდა ქეთელაური“.
გრაფიკული ვერსიის დახმარებით ბავშვები პოემის სწავლისას მისი შინაარსის ვიზუალურად აღქმას უკეთ შეძლებენ. გრაფიკულ ვერსიებში თითოეული სცენა და პერსონაჟი გაცოცხლდება.
- პროექტის ავტორია – ბუბა კუდავა
- ტექსტები მოამზადა – ნინო სადღობელაშვილმა
- რედაქტორი – თამარ ლონდარიძე
- ილუსტრატორი – სოფო კირთაძე
- დიზაინერი – ზურა მჭედლიშვილი.
პოემების გრაფიკული ვერსიები სულ მალე შეხვდებიან მკითხველს.